ბექა გელენავა: ჩემთვის უდიდესი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენა
ჩემთვის უდიდესი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენა, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა გელენავა.
„ეს რაიონი (ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის პლატო) ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელთანაც მაკავშირებს ჩემი ახალგაზრდობის წლები , ძვირფასი მოგონებები და ადამიანები, ვისთან ერთადაც გავიზარდე.
დღეს, როგორც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, მინდა ეს სიყვარული საქმედ ვაქციო - გავაძლიერო ჩვენი უბანი, შევქმნა მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, მეტი სიმშვიდე ოჯახებისთვის და ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი.
ჩემთვის ამ გზაზე უდიდესი ძალა და მოტივაცია სწორედ თქვენი ნდობა და მხარდაჭერაა. მადლობა „ქართული ოცნების” გუნდს ნდობისთვის. მშვიდობა საქართველოს! მეტი სიკეთე თბილისს!“ - წერს გელენავა.
1755615110
ახალი ამბებიცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 110 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს, 298 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი
ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ცესკოს ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების...
1755611769
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ირაკლი კუპრაძისა და კახა კალაძის კანდიდატურების შედარება აბსოლუტურად არარელევანტურია
„ვხედავთ, რომ კანდიდატები, რომლებიც „ლელო“-გახარიამ წარმოგვიდგინეს, რიგითი პარტიული წევრები და აქტივისტები არიან, რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ იკითხება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ...
1755610968
ახალი ამბებიაბასთუმნის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც მედიაში ვრცელდება, მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევა აბასთუმნის გზატკეცილზე მოხდა და მსხვერპლით დასრულ...
1755609582
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6968 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1755608324
ახალი ამბებინინო ვარდოსანიძე: მომდევნო ოთხ წელიწადში მეტი სიკეთე ელოდება თბილისს და მთელ საქართველოს
თბილისის საკრებულოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი განც...































