„ქართული ოცნების“ წალენჯიხის მერობის კანდიდატი გუბა საჯაია: ჩემთვის არახალია სირთულეები, ახალი გამოწვევები, 24/7-ზე ვიმუშავებ იმისთვის, რომ წინ წავწიო ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარება

„ჩემთვის არახალია სირთულეები, ახალი გამოწვევები, 24/7-ზე ვიმუშავებ იმისთვის, რომ წინ წავწიო ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარება“, - ამის შესახებ წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გუბა საჯაიამ განაცხადა.
გუბა საჯაიას განცხადებით, მისი მიზანი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მუნიციპალური ტრანსპორტით სოფლების უზრუნველყოფა და წყალმომარაგების პრობლემის სრულად აღმოფხვრაა.
„კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო ოთხი წელია ადგილობრივ თვითმმართველობაში არის ოპოზიციური ე.წ. კოალიციური თვითმმართველობა, მაგრამ ამ ოთხი წლის განმავლობაში, ლაპარაკის მეტი არაფერი იყო. რაღაცები გაკეთდა, მაგრამ უმეტესწილად მხოლოდ ლაპარაკი, რის გამოც დაგროვდა უამრავი პრობლემა. მილიონობით თანხებია გამოყოფილი ინფრასტრუქტურის სამინისტროდან რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვერ უზრუნველყო, რომ ეს თანხები ბოლომდე აეთვისებინა, რის გამოც, შეუძლებელი გახდა ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მეორე ტრანშის გამოყოფა, ამით კი იზარალა ადგილობრივმა მოსახლეობამ.
ჩემი არჩევის შემთხვევაში, 24 საათი ჩემი კარი ღია იქნება [მოსახლეობისთვის]. სავიზიტო ბარათი არის ცენტრალური მოედანი. ქალაქის ცენტრში უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტექნიკური პროექტირების მაკეტი. ცენტრალურ მოედანზე გვაქვს 1400-მდე კვ.მ მიწის ფართი, სადაც იგეგმება იუსტიციის სახლის მშენებლობა. აუცილებელია, რომ თითოეულ სოფელს ემსახურებოდეს მუნიციპალური ტრანსპორტი, რასაც აუცილებლად უზრუნველვყოფთ. წყალმომარაგებაზე პრობლემაა სოფელ ჯგალში, სადაც უკვე გამოცხადდა პროექტი და ადგილობრივი მოსახლეობა შვებით ამოისუნთქავს ცოტა ხანში.
ცენტრალური გზები თითქმის, ყველგან მოწესრიგებულია, მაგრამ შიდა საუბნო გზებზე გვაქვს პრობლემა, შევალთ თითოეულ საუბნო გზაზე, რომელიც იქნება რეაბილიტირებული. ვაპირებთ მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობას, სადაც იქნება: საცურაო აუზი, გასართობი ცენტრი და ბიბლიოთეკა“, - განაცხადა გუბა საჯაიამ.
1755531126
მსოფლიობრიტანეთის პირველმა ტრანსგენდერმა მოსამართლემ უზენაესი სასამართლოს გენდერთან დაკავშირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში
დიდი ბრიტანეთის პირველმა ტრანსგენდერმა მოსამართლემ ვიქტორია მაკკლაუდმა უზენაესი სასამართლოს გენდერთან დაკავშირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ ს...
1755527242
ახალი ამბებიპროკურატურამ მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულზე ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკ...
1755525763
ახალი ამბებიიუსტიციის სახლი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მუშაობს
იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო მუშაობა შეფერხებულია. „გაცნობებთ, რომ გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერ...
1755522613
ახალი ამბებილარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6968 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7010 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1755521869
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: უნდა ვიცოდეთ, რომ, ზოგჯერ, როდესაც ღირებულებაზე გველაპარაკებიან, არა ფასეულობას, არამედ ფასს გულისხმობენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით ზოგჯერ, როდესაც ღირებულებაზე გველაპარაკებიან, არა ფასეულობას, არამედ ფ...