„ქართული ოცნების“ ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით

 ამ რვა წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მართლაც ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩვენთან, მერიაში შემოსულიყოს და რაიმეზე უარი გვეთქვას, ყველაფერში ხელს ვუწყობთ. მჯერა, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამომიცხადებს ნდობას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ვანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რვა წლის წინ, როდესაც მერის თანამდებობაზე აირჩიეს, მუნიციპალიტეტს ფაქტობრივად არ ჰქონდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ახლა კი, თითქმის ყველა სოფელში მიყვანილია გზა ცენტრამდე და ახლო მომავალში საუბნო გზების რეაბილიტაციაც დასრულდება.

"განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საგზაო ინფრასტრუქტურას, რომელიც, ფაქტობრივად, დანგრეული იყო და საერთოდ არ არსებობდა რაიონში. ამ რვა წლის განმავლობაში, დაახლოებით 250 კმ. საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო შიდა მუნიციპალურ გზებში. თითქმის ყველა სოფელში მიყვანილია გზა ცენტრამდე და არა მარტო ცენტრამდე - უკვე საუბნო გზებიც კი დამთავრდება მოკლე ხანში. ჩვენი ბიუჯეტის შედგენის დროს, უკვე წლებია, ყოველწლიურად იმატებს მოსახლეობის სოციალური კუთხით დახმარება, მიმდინარე წელს 19 პროექტი გვაქვს." - აღნიშნა გოგორიშვილმა.

ვანის მუნიციპალიტეტის მოქმედ მერს, მის მთავარ პროექტად გივი ყიფიანის სახეობის ტყე-პარკის სრული აღდგენა და რეაბილიტაცია მიაჩნია, რაც ტურისტულ პოტენციალს გაზრდის. ტყე-პარკის ტერიტორიაზე აღდგენილ ისტორიულ ციხესიმაგრეზე კი, გოგორიშვილი აცხადებს: " როგორც ისტორიკოსები გვეუბნებიან, ეს იყო სათვალთვალო კოშკი, რომლის მხოლოდ ნანგრევები იყო დარჩენილი. მთლიანად აღვადგინეთ და ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია."

მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაიწყება საკანალიზაციო და წყლის სისტემის სამუშაოები, რაც ვანის მუნიციპალიტეტისთვის ისტორიული მნიშვნელობის იქნება.

"მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს დაიწყოს საკანალიზაციო და წყლის სისტემის სამუშაოები, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულებისაა. ეს არის მნიშვნელოვანი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არის ისტორიული ფაქტი, რადგან ვანს არასდროს ჰქონია საკანალიზაციო სისტემა და 24-საათიანი წყლის გრაფიკი. უკვე 2026 წლის ბოლოს, ეს სამუშაოებიც დასრულდება." - განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755531126

მსოფლიო

ბრიტანეთის პირველმა ტრანსგენდერმა მოსამართლემ უზენაესი სასამართლოს გენდერთან დაკავშირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში

 დიდი ბრიტანეთის პირველმა ტრანსგენდერმა მოსამართლემ ვიქტორია მაკკლაუდმა უზენაესი სასამართლოს გენდერთან დაკავშირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ ს...

მოსამარყლრ

1755527242

ახალი ამბები

პროკურატურამ მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულზე ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკ...

პროკურატურა

1755525763

ახალი ამბები

იუსტიციის სახლი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მუშაობს

იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო მუშაობა შეფერხებულია. „გაცნობებთ, რომ გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერ...

იუსტიციის სახლი

1755522613

ახალი ამბები

ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6968 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7010 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ვალუტის კურსი

1755521869

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უნდა ვიცოდეთ, რომ, ზოგჯერ, როდესაც ღირებულებაზე გველაპარაკებიან, არა ფასეულობას, არამედ ფასს გულისხმობენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით ზოგჯერ, როდესაც ღირებულებაზე გველაპარაკებიან, არა ფასეულობას, არამედ ფ...

შალვა პაპუაშვილი