დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის მოლოდინში - ვინ დაესწრება ვაშინგტონის სამიტს?

 „დღეს, 18 აგვისტოს მთელი მსოფლიოს ყურადღება ვაშინგტონისკენაა მიმართული, სადაც ერთმანეთს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი უნდა შეხვდნენ“, - წერს NBC NEWS.

შეხვედრა თბილისის დროით, 21:15 საათზე დაიწყება. მანამდე, თეთრ სახლში, 20:00 საათზე ევროპელი ლიდერები შეიკრიბებიან.

უკვე ცნობილია, თუ ვინ დაესწრება ვაშინგტონის სამიტს. როგორც მედია იუწყება, შეხვედრაზე იქნებიან: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენლები: სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი, ასევე, თეთრი სახლის აპარატის უფროსი სიუზან უაილსი.

ისინი, უშუალოდ, პრეზიდენტებს შორის შეხვედრას დაესწრებიან, რის შემდეგაც მათ ევროპელი ლიდერები: ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი შეუერთდებიან.

ცნობისთვის, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ევროპელ ლიდერებთან ერთად, უკრაინაში ომის დასრულების საკითხი უნდა განიხილონ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755521869

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უნდა ვიცოდეთ, რომ, ზოგჯერ, როდესაც ღირებულებაზე გველაპარაკებიან, არა ფასეულობას, არამედ ფასს გულისხმობენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით ზოგჯერ, როდესაც ღირებულებაზე გველაპარაკებიან, არა ფასეულობას, არამედ ფ...

შალვა პაპუაშვილი

1755518841

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ბინძური ინტერესი, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ გამოიყენონ პროქსი სახელმწიფოდ და შექმნან პოლიტიკური დესტაბილიზაცია, ეს სურვილი და ძალისხმევა არსად გამქრალა

„ბინძური ინტერესი, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ გამოიყენონ პროქსი სახელმწიფოდ და ყველანაირად შექმნან პოლიტიკური დესტაბილიზაცია, ეს სურვილი და ძალისხმევა არსად არ გამქრალა“, - ამის შესახებ ფრა...

ირაკლი კირცხალია

1755517751

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: როცა შენს თავს არ ეკუთვნი, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესიც შესაბამისად გიჭიანურდება, ეს ხალხი არ ეკუთვნის თავის თავს - ისინი ვერ უზრუნველყოფენ ვერც სინათლეს და ვერც პროგრესს

„როცა შენს თავს არ ეკუთვნი, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესიც შესაბამისად გიჭიანურდება. ეს ხალხი არ ეკუთვნის თავის თავს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულ...

მამუკა მდინარაძე

1755516384

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ლიეტუვაში დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი აქტივისტების ტრენინგთან დაკავშირებით: მთავარია, რომ სამართალდამცავი ორგანოები, „ქართული ოცნება“ ქართულ საზოგადოებასთან ერთად მყარად ვდგავართ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად

ბრიტანეთის საელჩო იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში მყოფი ორი ადამიანის დაფინანსებას რომ ცდილობდა და ეს შეფუთული იყო ყველანაირ აზრს მოკლებულ საფარში. ზუსტად იგივე ხდება ახლაც, - განაცხადა იურიდიულ სა...

არჩილ გორდულაძე

1755514349

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუმცა, როგორც ხედავთ ეს არ შედის „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის ინტერესებში

ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუმცა, როგორც ხედავთ ეს არ შედის „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატ...

მამუკა მდინარაძე