„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 5 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 5 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური უთანხმოების გამო მოდავე მხარეებმა არსებული დავის მოსაგვარებლად მიმართეს „ქურდული სამყაროს“ წევრებს, რომლებიც აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, თავის მხრივ დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“.

უწყების ცნობით,ამის შემდეგ, ქურდული სამყაროს“ წევრებმა, მოდავე მხარეებთან ერთად, ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევისთვის რამდენიმე შეხვედრა გამართეს თბილისში, წინასწარ დაქირავებულ ბინაში, ასევე, ერთ-ერთი მოდავე მხარის ოფისში.

სამინისტროს მტკიცებით, შეხვედრებზე "ქურდული სამყაროს" წევრებმა მოუსმინეს დაპირისპირებულ მხარეებს და დაავალეს, სადავო ფულიდან - 50 000 ლარიდან ობიექტურად განსაზღვრული კუთვნილი წილების ერთმანეთისთვის გადახდა, ასევე, ორივე მხარეს მოსთხოვეს მათ დავაში ჩართული "კანონიერი ქურდებისათვის" გარკვეული თანხის გაგზავნა. მოდავე მხარეები ვერ შეთანხმდნენ კუთვნილ წილებზე, რის შემდგომაც "ქურდული სამყაროს" წევრებმა ისინი დაავალდებულეს, ჩასულიყვნენ საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც უკვე ქურდული გარჩევის საფუძველზე მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

დანაშაულები 7-დან 10-მდე წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე საინტერესოა:

🔵 "პირველად ვნახე სიტუაციაში, როცა თან დედაა და თან იდეით სავსე მოქალაქე" - ელენე ხოშტარია დედაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

🔵 "ყველამ დაინახა, ვინც უსამართლობაზე თვალი დახუჭა, თვითონაც გახდა იმ უსამართლობის მსხვერპლი" - მეგის ქარდავა მიმართვას ავრცელებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793816973

მსოფლიო

CNN: „დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა იგი საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზ...

 ტრამპი ტრამპი

1793815048

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველო...

იუსტიციის მინისტრის მოადგილე

1793813440

საზოგადოება

ჰერჩინსკი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება, კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ

ევროკავშირის ელჩმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში შეაჯამა. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა. კერძოდ, „ქრონიკა“ დაინტერესდა ვის ეხება ევროკომისიის გაფართოების...

პაველ ჰერჩინსკი

1793811565

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

„Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობ...

ირაკლი კობახიძე

1793810845

საზოგადოება

საგარეო უწყება: სამწუხაროა, ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრა, რაც ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ე...

საგარეო უწყება