"ყველამ დაინახა, ვინც უსამართლობაზე თვალი დახუჭა, თვითონაც გახდა იმ უსამართლობის მსხვერპლი" - მეგის ქარდავა მიმართვას ავრცელებს

უკრაინიდან ექსტრადირებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა მიმართვას ავრცელებს, რომელიც სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.

"მინდა მოგმართოთ თქვენ, ვინც ჩემი, ჩემი ძმის და მეგობრების მიმართ ცრუ და გამოგონილი ჩვენებები მიეცით.

ვიცი, ზოგიერთმა ეს საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად გააკეთეთ, ზოგიერთმა საკუთარი კეთილდღეობისთვის.

ვინც ეს საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად გააკეთეთ, რადგან ვერ გაუძელით წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და სექსუალური ძალადობის მუქარას, მინდა ბოდიში მოგიხადოთ თქვენ და თქვენს ოჯახის წევრებს ამ ყველაფრისათვის.

ვინც ეს საკუთარი კეთილდღეობისთვის გააკეთეთ, გეტყვით, რომ თქვენს მიმართ არანაირი შურისძიების გრძნობა არ გამაჩნია, მაგრამ მინდა იცოდეთ: „არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს“.

ყველამ დაინახა, ვინც უსამართლობაზე თვალი დახუჭა, თვითონაც გახდა იმ უსამართლობის მსხვერპლი.

მარტივი ჭეშმარიტებაა: „თუ უსამართლობას ხელს შეუწყობ და თვალს დახუჭავ, ნუ გაგიკვირდება, რომ ეს უსამართლობა შენს კარებზეც დააკაკუნებს“, – აღნიშნულია მეგის ქარდავას მიმართვაში.

საქართველოს პროკურატურა უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადიციას სისხლის სამართლის 11 საქმეზე მოითხოვდა, რომლებშიც ის ფიგურირებს, როგორც ერთ-ერთი ბრალდებული. ხუთ დანაშაულზე მას უკვე გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად, ხოლო ექვსი თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია. 

სხვა სიახლეები: 

🔲 უბედური შემთხვევა სურამში - ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა კაცი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა

🔲 "არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ. ამ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ პოლიტიკურ პროსტიტუტებს" - მეგის ქარდავა

🔲 სააკაშვილი და მეგის ქარდავა გვერდიგვერდ სხედან, შემიძლია საჯაროდ შევთავაზო ერთმანეთის გაცნობა - ირაკლი ღარიბაშვილი

🔲 ადვოკატი: მეგის ქარდავა მის მიმართ წაყენებულ არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს

🔲 "ცნობილ სუბიექტს წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს" - თეა წულუკიანი მეგის ქარდავაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793816973

მსოფლიო

CNN: „დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა იგი საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზ...

 ტრამპი ტრამპი

1793815048

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველო...

იუსტიციის მინისტრის მოადგილე

1793813440

საზოგადოება

ჰერჩინსკი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება, კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ

ევროკავშირის ელჩმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში შეაჯამა. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა. კერძოდ, „ქრონიკა“ დაინტერესდა ვის ეხება ევროკომისიის გაფართოების...

პაველ ჰერჩინსკი

1793811565

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

„Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობ...

ირაკლი კობახიძე

1793810845

საზოგადოება

საგარეო უწყება: სამწუხაროა, ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრა, რაც ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ე...

საგარეო უწყება