ქვეყნის თითქმის ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია ერთი კაცის მიერ - მამუკა ხაზარაძე
პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ „ასე ხდება მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც თავისუფლების გემო დავიწყებულია“.
„5 პრემიერი
5 პარლამენტის თავმჯდომარე
9 წელიწადში.
რა სტაბილურობაზეა საუბარი, რა საგარეო ურთიერთობაზე,
რა ეკონომიკურ პროგრამებზე,
რა ინვესტიციაზე და
რა სამუშაო ადგილებზე?
რა ნიშნით ინიშნებიან,
რის გამო თავისუფლდებიან?
სად არის პროგრამა,
სად არის ანგარიში?
სად არის პასუხისმგებლობა?არაფერი ასეთი!
ასე ხდება მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც თავისუფლების გემო დავიწყებულია,
რომელშიც ხმები იყიდება, რომელშიც სამართლიანი მართლმსაჯულება არ არსებობს, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება დუმს,
რომელშიც ქვეყნის თითქმის ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია ერთი კაცის მიერ...
ბრძოლა გრძელდება!
ბრძოლა ამ მარაზმის დასამთავრებლად და ნამდვილი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად“, - წერს მამუკა ხაზარაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობიდან 2021 წლის 24 დეკემბერს გადადგა, მას შალვა პაპუაშვილი შეცვლის.
ამავე თემაზე:
🔵 შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შეცვლის
🔵 არასაკმარისად უტიფარი მოადგილე იყო კობახიძესი - გიგი უგულავა კახა კუჭავას გადადგომაზე
1788020135
მსოფლიოზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება
რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანე...
1788017197
საზოგადოებასოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია...
1788014662
ახალი ამბებიუბედური შემთხვევა ბათუმში - 2 წლამდე ბავშვი მერვე სართულიდან გადავარდა და დაიღუპა
ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადავარდა და დაიღუპა. არსებული ცნობით, მცირეწლოვანი ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმ...
1788014259
საზოგადოებახუბუა: ჟორჟოლიანი თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდაო“, ეს მხოლოდ მის კოგნიტიურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”
„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური, მორალური და ინტელექტუალური სიღატაკის ბარომეტრი - ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 2021 წელს „საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა". სინამდვილეში, აწ გარდ...
1788010909
მსოფლიონეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 675-მდე გაიზარდა
ნეპალში ჩინეთის საზღვართან ამ კვირაში მომხდარმა დამანგრეველმა წყალდიდობამ, სულ მცირე, 675 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - განაცხადა ნეპალის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. როგორც ცნობილია,...



























