რატი იონათამიშვილი: პარალიმპიელების ჯილდოები გაუთანაბრდა ოლიმპიელების ჯილდოებს, რის შემდეგაც საქართველომ მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ ყველა სახელმწიფოს
საქართველოსთვის პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ პროფესიული და მაღალი მიღწევების სპორტის მხარდაჭერას, არამედ, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის ძლიერი მექანიზმი და ინვესტიცია უკეთესი ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტზე (CESCR) სიტყვით გამოსვლისას, სადაც საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.
„პარალიმპიური მოძრაობის ბიუჯეტი 2012 წელს 27,000 ლარი იყო, დღეს კი 4.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რასაც ასევე ემატება ძლიერი სოციალური გარანტიები და ჯილდოები პარაათლეტებისთვის. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პარიზის 2024-ის წინ, პარალიმპიელების ჯილდოები გაუთანაბრდა ოლიმპიელების ჯილდოებს, რის შემდეგაც საქართველომ მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ ყველა სახელმწიფოს.
ბოლოს, მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მივესალმო ქართველ პარასპორტსმენებს ზამთრის პარალიმპიური თამაშების წინ, რომელთა მიღწევები შთამაგონებელია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც მათი, ასევე სხვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
1770903416
საზოგადოებასგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უ...
1770903226
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: მნიშვნელოვანია ზორან მილანოვიჩის განცხადება, რომ ის აღშფოთებული იყო, როდესაც უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის აქციაზე ჩამოვიდნენ, რადგან მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო პერიოდში
ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს იარლიყების მიწებება ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ ეს არის პრო რუსული ხელისუფლება, ან რუსეთის ინტერესებს ატარებს, ეს ყველაფერი არის ვიწრო...
1770903034
საზოგადოებამეტროს სადგურ „დელისზე“ მატარებლების მოძრაობა, რომელიც რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო, განახლდა
მეტროს სადგურ „დელისზე“ მატარებლების მუშაობა განახლდა. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მეტროს ერთ-ერთ ვაგონს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც მგზავრობა რამდე...
1770901706
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6819 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6830 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1770900997
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი „იგლ ჰილსზე“: ამდენი ადამიანი უნდა დასაქმდეს და ამდენი ფული უნდა შემოვიდეს საქართველოში უცხოეთიდან, ეს წარმატება უნდოდათ, ჩაეშალათ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ
„ეს წარმატება უნდოდათ, რომ ჩაეშალათ, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში და მათ ემოციებზე ეთამაშათ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევა...


























