გიორგი ჩაკვეტაძე: ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი- საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება და თითოეული მათგანი უნიკალურ პროგრამას განახორციელებს
საუნივერსიტეტო რეფორმა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. პირველად საქართველოს ისტორიაში, მთავრობამ დაამტკიცა 2026-2027 სასწავლო წელს უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები, რაც შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა. ამ კვლევამ დაადასტურა ის, რომ წლების მანძილზე სტუდენტების ჩარიცხვის პრაქტიკა არსებითად იყო აცდენილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, რისი გამოსწორებაც რეფორმის ძირითად ამოცანად განისაზღვრა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე განათლების სისტემის რეფორმის შესახებ წერს.
ჩაკვეტაძის თქმით, დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ჩამოშალა მითი, თითქოს ვინმე ხელოვნურად გეგმავდა სტუდენტების რაოდენობის შემცირებას.
„ასევე, კონცეფციისა და პირველი საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით დანერგილი ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი. იმოქმედებს პრინციპი ,,ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი". საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება და თითოეული მათგანი უნიკალურ პროგრამას განახორციელებს. გამონაკლისი, რომელიც ამ კუთხით დაიშვება იქნება საერთაშორისო აკრედიტაციისა და ერთობლივი ან ორმაგი ხარისხის მოქმედი პროგრამები, რომელთა შენარჩუნება ინტერნაციონალიზაციის მიზნით მოხდება.
გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ჩამოშალა მითი, თითქოს ვინმე ხელოვნურად გეგმავდა სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. შარშან, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19 311 სტუდენტი ჩაირიცხა. წელს კი, უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი 2 000-მდე სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება.
გამორჩეული ყურადღება დაეთმობა პროფესიულ პროგრამებსაც, რომლის მისაღებთა რიცხვიც დაახლოებით 10 000 სტუდენტს შეადგენს. სახელმწიფო უნივერსიტეტების მსგავსად, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებიც განათლებას უფასოდ მიიღებენ.
რასაც ვამბობდით, კიდევ ერთხელ დადასტურდა - რაც კი აქამდე ქართული განათლებისთვის არ გაკეთებულა, კეთდება დღეს. ამ რეფორმით, საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცე შეძლებს თავისი კუთვნილი ადგილი განიმტკიცოს საერთაშორისო აკადემიაში“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
1770904735
ახალი ამბები„ჰაერის დაბინძურების განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორი საავტომობილო ტრანსპორტის გამონაბოლქვია“ - დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
„საქართველოში მთლიანი ავადობის 30% და სიკვდილიანობის 23% გარემოს მავნე ზემოქმედებასთან არის პირდაპირ კავშირში. ჰაერის დაბინძურება ურბანულ დასახლებებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონტრიბუტორს წარმოად...
1770904052
საზოგადოებალევან მახაშვილი ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებებზე: ევროპის წევრი სახელმწიფოების დიდ უმრავლესობას განსხვავებული პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ფორმატში მოსახლეობამ დაინახა, თუ სად არის ევროპა
ევროპის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები და პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ფორმატში საქართველოს მოსახლეობამ დაინახა, თუ სად...
1770903416
საზოგადოებასგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უ...
1770903226
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: მნიშვნელოვანია ზორან მილანოვიჩის განცხადება, რომ ის აღშფოთებული იყო, როდესაც უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის აქციაზე ჩამოვიდნენ, რადგან მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო პერიოდში
ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს იარლიყების მიწებება ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ ეს არის პრო რუსული ხელისუფლება, ან რუსეთის ინტერესებს ატარებს, ეს ყველაფერი არის ვიწრო...
1770903034
საზოგადოებამეტროს სადგურ „დელისზე“ მატარებლების მოძრაობა, რომელიც რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო, განახლდა
მეტროს სადგურ „დელისზე“ მატარებლების მუშაობა განახლდა. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მეტროს ერთ-ერთ ვაგონს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც მგზავრობა რამდე...



























