შალვა პაპუაშვილი ხორვატიის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი მიესალმა ზორან მილანოვიჩის პირველ ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა ამ ვიზიტის მნიშვნელობას.


შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ხორვატიას შორის მეგობრული ურთიერთობები.

შალვა პაპუაშვილმა ხორვატიულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის გასაკვირია ევროკავშირის ამჟამინდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და მისი მიზანია, საქართველოს ხელისუფლებასთან პირადად განიხილოს არსებული სიტუაცია. მისი თქმით, ხორვატია მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით.

შალვა პაპუაშვილი ხორვატიის პრეზიდენტს უკანასკნელ წლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ესაუბრა.

ხორვატიის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს პოლიტიკა, რომელიც სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვაზეა მიმართული.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს: თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიამ, თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770905502

ახალი ამბები

ეკა კუპატაძე: მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე უარი თქვეს ადვოკატებმა, ირმა ჭკადუამ და თეონა გვაზავამ! ეს არის ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა!

მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე, უარი თქვეს ადვოკატებმა, ირმა ჭკადუამ და თეონა გვაზავამ! ეს არის ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა, - წერს სოციალურ ქსელში მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპა...

ეკა კუპატაძე.

1770904735

ახალი ამბები

„ჰაერის დაბინძურების განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორი საავტომობილო ტრანსპორტის გამონაბოლქვია“ - დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე

„საქართველოში მთლიანი ავადობის 30% და სიკვდილიანობის 23% გარემოს მავნე ზემოქმედებასთან არის პირდაპირ კავშირში. ჰაერის დაბინძურება ურბანულ დასახლებებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონტრიბუტორს წარმოად...

 ეკა ადამია

1770904052

საზოგადოება

ლევან მახაშვილი ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებებზე: ევროპის წევრი სახელმწიფოების დიდ უმრავლესობას განსხვავებული პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ფორმატში მოსახლეობამ დაინახა, თუ სად არის ევროპა

ევროპის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები და პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ფორმატში საქართველოს მოსახლეობამ დაინახა, თუ სად...

ლევან მახაშვილი

1770903416

საზოგადოება

სგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უ...

არადეკლარირებული ოქრო

1770903226

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: მნიშვნელოვანია ზორან მილანოვიჩის განცხადება, რომ ის აღშფოთებული იყო, როდესაც უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის აქციაზე ჩამოვიდნენ, რადგან მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო პერიოდში

ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს იარლიყების მიწებება ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ ეს არის პრო რუსული ხელისუფლება, ან რუსეთის ინტერესებს ატარებს, ეს ყველაფერი არის ვიწრო...

ნიკოლოზ სამხარაძე