გიორგი ვოლსკი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ზანგეზურის დერეფანი, ჩაანაცვლებს სხვა დერეფანს, ამ ადამიანებმა ან არ იციან, ან შეგნებულად იტყუებიან - საქართველოს მნიშვნელობა უალტერნატივოა, როდესაც ვსაუბრობთ აზიასა და ევროპას შორის ურთიერთკავშირებზე
საქართველოს მნიშვნელობა არის უალტერნატივო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აზიასა და ევროპას შორის ურთიერთ კავშირებზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
მან ისაუბრა, რამდენად შესაძლებელია, საქართველოს ჩანაცვლება მოხდეს ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტებით. მისივე თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ჩვენთვის მისასალმებელია.
„საქართველო არა თუ რადარიდან არ გამქრალა, გეოგრაფიული რუკიდან ვერ გაქრება და სანამ გეოგრაფიულ რუკაზე არსებობს საქართველო, რაც ყველასთვის არ არის სასიხარულო, იქამდე საქართველო რადარიდან ვერ გაქრება. დავოსშიც აღნიშნა ალიევმა, რომ არის უშველებელი ინვესტიციები განხორციელებული, რომ ეს კომუნიკაციების ქსელი განვითარდეს.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერთი კომუნიკაცია, ვთქვათ ზანგეზურის დერეფანი, რომელსაც ტრამპის სახელი ეწოდა უკვე და საუბრის დროს ასე მოიხმარება, ჩაანაცვლებს სხვა დერეფანს, რასაკვირველია, ამ ადამიანებმა ან არ იციან, ან შეგნებულად იტყუებიან. ასე, რომ საქართველოს მნიშვნელობა არის უალტერნატივო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აზიასა და ევროპას შორის ურთიერთკავშირებზე“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
1770905502
ახალი ამბებიეკა კუპატაძე: მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე უარი თქვეს ადვოკატებმა, ირმა ჭკადუამ და თეონა გვაზავამ! ეს არის ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა!
მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე, უარი თქვეს ადვოკატებმა, ირმა ჭკადუამ და თეონა გვაზავამ! ეს არის ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა, - წერს სოციალურ ქსელში მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპა...
1770904735
ახალი ამბები„ჰაერის დაბინძურების განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორი საავტომობილო ტრანსპორტის გამონაბოლქვია“ - დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
„საქართველოში მთლიანი ავადობის 30% და სიკვდილიანობის 23% გარემოს მავნე ზემოქმედებასთან არის პირდაპირ კავშირში. ჰაერის დაბინძურება ურბანულ დასახლებებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონტრიბუტორს წარმოად...
1770904052
საზოგადოებალევან მახაშვილი ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებებზე: ევროპის წევრი სახელმწიფოების დიდ უმრავლესობას განსხვავებული პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ფორმატში მოსახლეობამ დაინახა, თუ სად არის ევროპა
ევროპის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები და პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ფორმატში საქართველოს მოსახლეობამ დაინახა, თუ სად...
1770903416
საზოგადოებასგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უ...
1770903226
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: მნიშვნელოვანია ზორან მილანოვიჩის განცხადება, რომ ის აღშფოთებული იყო, როდესაც უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის აქციაზე ჩამოვიდნენ, რადგან მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო პერიოდში
ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს იარლიყების მიწებება ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ ეს არის პრო რუსული ხელისუფლება, ან რუსეთის ინტერესებს ატარებს, ეს ყველაფერი არის ვიწრო...


























