ლევან მახაშვილი ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებებზე: ევროპის წევრი სახელმწიფოების დიდ უმრავლესობას განსხვავებული პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ფორმატში მოსახლეობამ დაინახა, თუ სად არის ევროპა

ევროპის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები და პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ფორმატში საქართველოს მოსახლეობამ დაინახა, თუ სად არის ევროპა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩის ვიზიტის და მის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

„მაშინ როდესაც, საქართველო ყოველდღიურ რეჟიმში იგერიებს-ხოლმე ბრიუსელის ბიუროკრატების უსამართლო შეტევებსა და კრიტიკას, აი, ეს არის სწორედ ევროპის ხმა. სწორედ ეს არის ევროპელი მოქალაქეების ხმა და ევროპული ინტერესები, რომელიც ხორვატიის პრეზიდენტმა გააჟღერა. სწორედ ამ აბსურდულ განსხვავებას ვხედავთ-ხოლმე, როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია არის სრულიად აცდენილი ევროპის ინტერესებს, მაშინ როდესაც ევროპის მოქალაქეებს, ევროპის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები და პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ფორმატში საქართველოს მოსახლეობამ დაინახა, თუ სად არის ევროპა, რა არის ევროპა“, - განაცხადა მახაშვილმა.

ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „ვნახე მინისტრები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის. ამისი გადახვევა მინდოდა ტვინში, ვფიქრობდი, როგორ ვიგრძნობდი თავს, ეს პოლიტიკოსები რომ ჩამოსულიყვნენ ჩემს ქვეყანაში“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770904735

ახალი ამბები

„ჰაერის დაბინძურების განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორი საავტომობილო ტრანსპორტის გამონაბოლქვია“ - დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე

„საქართველოში მთლიანი ავადობის 30% და სიკვდილიანობის 23% გარემოს მავნე ზემოქმედებასთან არის პირდაპირ კავშირში. ჰაერის დაბინძურება ურბანულ დასახლებებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონტრიბუტორს წარმოად...

 ეკა ადამია

1770903416

საზოგადოება

სგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უ...

არადეკლარირებული ოქრო

1770903226

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: მნიშვნელოვანია ზორან მილანოვიჩის განცხადება, რომ ის აღშფოთებული იყო, როდესაც უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის აქციაზე ჩამოვიდნენ, რადგან მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო პერიოდში

ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს იარლიყების მიწებება ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ ეს არის პრო რუსული ხელისუფლება, ან რუსეთის ინტერესებს ატარებს, ეს ყველაფერი არის ვიწრო...

ნიკოლოზ სამხარაძე

1770903034

საზოგადოება

მეტროს სადგურ „დელისზე“ მატარებლების მოძრაობა, რომელიც რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო, განახლდა

მეტროს სადგურ „დელისზე“ მატარებლების მუშაობა განახლდა. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მეტროს ერთ-ერთ ვაგონს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც მგზავრობა რამდე...

აა

1770902076

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: პარალიმპიელების ჯილდოები გაუთანაბრდა ოლიმპიელების ჯილდოებს, რის შემდეგაც საქართველომ მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ ყველა სახელმწიფოს

საქართველოსთვის პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ პროფესიული და მაღალი მიღწევების სპორტის მხარდაჭერას, არამედ, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის ძლიერი მექანიზმი და ინვესტიცია უკეთე...

იონათამიშვილი