პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს (ფუძე)“, რომელსაც სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ რაც სხვადასხვა დროს მოქალაქეს მიჰყიდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, ნასამართლევი პირის მიერ), 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობა) და 260 ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის დიდი ოდენობით უკანონო რეალიზაცია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1781605375
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ახალი წევრების მხრიდან ვალდებულებების აღებას თუ ითხოვენ და საკითხზე მსჯელობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, მაშინ ეს არ არის ის ევროკავშირი, რაზეც ვსაუბრობდით
„ახალ წევრ ქვეყნებს ხმის უფლება თუ არ უნდა ჰქონდეთ, მაშინ ეს ის ევროკავშირი არ არის, რაზეც ვსაუბრობდით და რა ევროკავშირიც ცნობილი იყო მისი სამართლიანი დამოკიდებულებით წევრი სახელმწიფოების მიმართ“, - ა...
1781604386
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: იზრდება საქართველოსა და სერბეთს შორის ფრენის სიხშირეები, რაც კიდევ ერთი უტყუარი შედეგია იმის, თუ რამდენად მოთხოვნადია საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩთან შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის პირდაპირი...
1781603754
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სერბეთიდან პრეზიდენტის დონეზე პირველად გა...
1781603125
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს რკინიგზაში მომდევნო წლების განმავლობაში მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება იმისთვის, რომ გაიზარდოს ტვირთნაკადის გამტარობა
უახლოესი პერიოდის განმავლობაში გვაქვს არაერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც გაამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, როგორც ერთი მხრივ აქტიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი, მეორე მხრივ როგორც...
1781602353
საზოგადოებაალექსანდარ ვუჩიჩი: ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზედაც აქტიურად ვმუშაობთ, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ საქართველოსთან
ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ. ეს განსაკუთრებული აქცენტია ჩვენს ურთიერთობებში, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ი...



























