მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს რკინიგზაში მომდევნო წლების განმავლობაში მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება იმისთვის, რომ გაიზარდოს ტვირთნაკადის გამტარობა

უახლოესი პერიოდის განმავლობაში გვაქვს არაერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც გაამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, როგორც ერთი მხრივ აქტიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი, მეორე მხრივ როგორც დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად.

„მინდა გამოვყო მნიშვნელობა ჩვენი ინიციატივის უშუალოდ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის კუთხით. საქართველოს რკინიგზაში მომდევნო წლების განმავლობაში მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოს რკინიგზის ტვირთნაკადის გამტარობა. ეს იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781603754

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სერბეთიდან პრეზიდენტის დონეზე პირველად გა...

ირაკლი კობახიძე სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

1781602353

საზოგადოება

ალექსანდარ ვუჩიჩი: ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზედაც აქტიურად ვმუშაობთ, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ საქართველოსთან

ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ. ეს განსაკუთრებული აქცენტია ჩვენს ურთიერთობებში, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ი...

ალექსანდრ ვუჩიჩი

1781601794

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: შშმ პირთა იდეები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, პარლამენტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვებ-მისაწვდომობის ტექნიკურ რეგლ...

რატი იონათამიშვილი:

1781600746

მსოფლიო

საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება - გალტ & თაგარტის პროგნოზი

„გალტ & თაგარტი“ 2026 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 8%-იან ზრდას პროგნოზირებს და მიიჩნევს, რომ წლის ბოლოს ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 1.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. საინვეს...

აშშ

1781600309

საზოგადოება

პრემიერი: საქართველო „შუა დერეფნის“ განუყოფელი ნაწილია და მზად ვართ, გავაღრმაოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი

შეხვედრაზე ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზეც. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს დიდი პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იყოს ათვისებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინი...

ირაკლი კობახიძე