მარიამ ქვრივიშვილი: იზრდება საქართველოსა და სერბეთს შორის ფრენის სიხშირეები, რაც კიდევ ერთი უტყუარი შედეგია იმის, თუ რამდენად მოთხოვნადია საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩთან შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხი განიხილეს.
„შეხვედრისას აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების არსებობის შესახებ, კონკრეტულად კი ბელგრადსა და თბილისს შორის, რომელიც უკვე ხორციელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მზარდია სერბეთიდან ტურისტული ნაკადების დინამიკა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, მისასალმებელია, რომ იზრდება საქართველოსა და სერბეთს შორის ფრენის სიხშირეები, რაც კიდევ ერთი უტყუარი შედეგია იმის, თუ რამდენად მოთხოვნადია საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკის თანამდევია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გასულ წელს მიღებული და დღეს ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, თუ რამდენად პოზიტიური ეფექტი აქვს აღნიშნულ პირდაპირ ფრენებს ორივე ქვეყნის ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
1781603754
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სერბეთიდან პრეზიდენტის დონეზე პირველად გა...
1781603125
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს რკინიგზაში მომდევნო წლების განმავლობაში მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება იმისთვის, რომ გაიზარდოს ტვირთნაკადის გამტარობა
უახლოესი პერიოდის განმავლობაში გვაქვს არაერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც გაამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, როგორც ერთი მხრივ აქტიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი, მეორე მხრივ როგორც...
1781602353
საზოგადოებაალექსანდარ ვუჩიჩი: ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზედაც აქტიურად ვმუშაობთ, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ საქართველოსთან
ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ. ეს განსაკუთრებული აქცენტია ჩვენს ურთიერთობებში, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ი...
1781601794
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: შშმ პირთა იდეები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, პარლამენტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვებ-მისაწვდომობის ტექნიკურ რეგლ...
1781600746
მსოფლიოსაქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება - გალტ & თაგარტის პროგნოზი
„გალტ & თაგარტი“ 2026 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 8%-იან ზრდას პროგნოზირებს და მიიჩნევს, რომ წლის ბოლოს ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 1.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. საინვეს...




























