რატომ დააკავეს სოსო გოგაშვილი? - პროკურატურის განმარტება

პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს იოსებ გოგაშვილს ბრალდება წარუდგინა.

“საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე. იოსებ გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ზემოაღნიშნული მონაცემები პირადი მიზნებისთვის გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, რომელთაგან ნაწილი ინფორმაცია იოსებ გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ, რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე.

ჩატარებული გამოძიების შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, საიდანაც ორი იარაღი იყო გაუფორმებელი, ხოლო სამი გაფორმებული ახლო ნათესავის სახელზე, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.” – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რუსთავში ცოლზე ძალადობის ბრალდებით ნიგერიის მოქალაქე დააკავეს

🔵ემიგრაცია: გადავრჩი ნასესხები თანხის დაკარგვას, მენეჯერმა გვითხრა რომ ეს პიროვნება თაღლითია - მარიამ ღამბაშიძე

🔵ყაზახეთში მოკვდა გოგონა, რომელსაც 300 კაცთან ჰქონდა სექსი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752730795

მსოფლიო

ალასკაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც სანაპირო რაიონებში ცუნამის გაფრთხილება გამოცხადდა

 აშშ-ის შტატ ალასკაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16 ივლისს, 12:38 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი პოპოფის კუნძულის დაახლოებით 600-კაციანი თემიდან, სენდ პოინტიდან 55 მილ...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1752729843

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: იქნება კვლავ მცდელობა იმისა, რომ არიონ-დარიონ ეს ქვეყანა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ბოლო მცდელობა

იქნება კვლავ მცდელობა იმისა, რომ არიონ-დარიონ ეს ქვეყანა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ბოლო მცდელობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომა...

მამუკა მდინარაძე

1752699392

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: თორნიკეს რაც შეეხება, ვიღაცები ამბობდნენ მამუკას უახლოესი მეგობარიაო, მაგრამ არ არის ჩემი უახლოესი მეგობარი, არც უცხო არ არის ნამდვილად. ჩვენ ვმეგობრობდით კიდეც, თანაგუნდელები ვართ

თორნიკეს რაც შეეხება, ვიღაცები ამბობდნენ მამუკას უახლოესი მეგობარიაო, მაგრამ არ არის ჩემი უახლოესი მეგობარი, არც უცხო არ არის ნამდვილად. ჩვენ ვმეგობრობდით კიდეც, თანაგუნდელები ვართ და არ მინდა ვინმემ...

მამუკა მდინარაძე

1752699305

საზოგადოება

მდინარაძე: კორუფცია იქნება ისეთ დაბალ ნიშნულზე, რომ ჩვენ მსოფლიოში ვიქნებით სამეულში - ასევე, ნარკოტიკების წინააღმდეგ განსაკუთრებული ბრძოლა იქნება და ყველა უნდა დაგვიდგეს გვერდით, ვისაც საკუთარი შვილების და ქვეყნის ბედი აწუხებს

ჩვენ გამოვაცხადეთ და ბოლომდე გავიყვანთ ამას - კორუფცია იქნება ისეთ დაბალ ნიშნულზე ამ ქვეყანაში, სულ რომ შევეწიროთ ამას, ჩვენ მსოფლიოში ვიქნებით სამეულში. ბუნებრივია, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ქართვე...

მამუკა მდინარაძე პოლიტიკოსი

1752699220

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: არის მოსაზრება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობა“ არის კომფორტული მოწინააღმდეგე იმიტომ, რომ დისკრედიტირებულია. როცა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გიდგება კონკურენტად, იქ ბუნებრივია შენ მოიგებ ყველა ვარიანტში

მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ არის იმდენად დისკრედიტირებული, რომ არაფერი არ ეშველება. არის მოსაზრება და შეიძლება გარკვეული საფუძველიც ჰქონდეს ამას, რომ „ქართული ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობა“ არის კომფორტულ...

მამუკა მდინარაძე