ლევან მაჭავარიანი: პროტესტი ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, რომელიც დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მთავარია, ეს პროტესტი და დემონსტრაცია იყოს კანონის ფარგლებში
„პროტესტი ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, რომელიც დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მთავარია, ეს პროტესტი და დემონსტრაცია იყოს კანონის ფარგლებში“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან, პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების პარალელურად, რამდენიმე ათეული ადამიანის პროტესტს.
ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ქართულ ოცნებას“ პროტესტის გამოხატვაში არავისთვის შეუშლია ხელი.
„14 წელია ხელისუფლებაში ვართ. არავისთვის არასდროს ხელი არ შეგვიშლია. მთავარია, რომ ეს ყველაფერი არ გასცდეს კანონის ფარგლებს, რაც ჩვენ ვიხილეთ, მაგალითად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში - „მშვიდობიანი აქციები“, როდესაც პარლამენტს წვავდნენ, პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდნენ, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ. ეს, რა თქმა უნდა, არის უკანონობა. ამის საშუალებას არავის არასდროს არ მივცემთ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1792239555
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც
„გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...
1792238732
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ემბარგოს საკითხზე გრძელდება მუშაობა, იმედი გვაქვს, მალე მოხერხდება ამ გადაწყვეტილების შემოტრიალება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების საკითხზე. კობახიძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საკითხის გადაწყვეტა მ...
1792238643
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი დაემატა, ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი დაემატა. როგორც მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატებიან ირაკლი კირ...
1792235767
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე: ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვცა დავალება, რომ ანტიკონსტიტუციური ძალების საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ უნდა არსებობდნენ - ეს ადამიანები არიან ქვეყნის მტრები
„ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვცა დავალება, რომ ანტიკონსტიტუციური ძალების საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ უნდა არსებობდნენ - ეს ადამიანები არიან ქვეყნის მტრები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმ...
1792234349
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ჰყავდეს კონსტრუქციული ოპოზიცია და არა აგენტურა, რომელსაც აქვს მონოპოლიზებული ოპოზიციური ველი
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, პარტიების აკრძალვის საკითხის დაყენება საკონსტიტუციო სასამართლოში აბსოლუტურად ბუნებრივი მოცემულობაა და დემოკრატ...































