პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებული, ორ მოქალაქეს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანას დაჰპირდა და ავტომანქანების ღირებულების წინასწარ გადახდა მოსთხოვა. დაზარალებულებმა, ბრალდებულის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე 75 104 ლარი გადარიცხეს, რასაც ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 2 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792246553

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, საპატიო თავმჯდომარე ესწრებოდა, დიდი ხანი არ ვიყავით შეხვედრილები ასეთ ფორმატში, აბსოლუტურად ყველა საკითხს შევეხეთ

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომას ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალიან საინტერესო შეხ...

ლევან მაჭავარიანი

1792243872

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: დიდ მადლობას გადავუხდი სრულიად გუნდს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის, პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად მუშაობას ორმაგი შემართებით გავაგრძელებ

ყველა აქტუალური საშინაო და საგარეო საკითხი, გუნდის შიგნით მიმდინარე მოვლენები და პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი - უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში დასრულებულია. მანამდე შედგა პოლიტსაბჭოს სხდო...

ირაკლი კირცხალია

1792240120

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად გამოწვევები გადალახულია

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო. სხდომას ესწრებოდა პარტიის დამფუძ...

„ქართული ოცნება“

1792239555

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც

„გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...

ირაკლი კობახიძე

1792238732

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ემბარგოს საკითხზე გრძელდება მუშაობა, იმედი გვაქვს, მალე მოხერხდება ამ გადაწყვეტილების შემოტრიალება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების საკითხზე. კობახიძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საკითხის გადაწყვეტა მ...

ირაკლი კობახიძე