ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ, მედიასთან საუბრის დროს კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის შესახებ აგორებულ ხმებზე, რომ თითქოს, ირაკლი კობახიძე გადადგებოდა ან თანამდებობას დაატოვებინებდნენ.

კირცხალიას განმარტებით, როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, ისე უმრავლესობის სხდომაზე, ირაკლი კობახიძეზე საუბარი ნამდვილად იყო, მათ შორის, პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მასზე ბევრი ისაუბრა, თუმცა, ყველა სიტყვა იყო საქებარი.

მისივე თქმით, გუნდი უერთდება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას და მხარს უჭერს ირაკლი კობახიძეს.

„ნამდვილად იყო საუბარი ბატონ პრემიერზე, მათ შორის, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ნამდვილად ბევრი ისაუბრა მასზე, მაგრამ, აბსოლუტურად ყველა სიტყვა იყო საქებარი მის მიმართ.

რა თქმა უნდა, გუნდი უერთდება ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძისადმი გამოთქმულ მხარდაჭერასა და შექებაში, რადგან, მისი მეთაურობით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან კარგად და არათუ რაიმე მიზეზი არსებობს მისი გადადგომის, არამედ, აბსოლუტურად ყველა განვლილი დღე ადასტურებს, რომ ის არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი. სწორედ ამას გაუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილმა, ყველაზე მეტი დრო დაუთმო მასზე საუბარს და ეს საუბარი იყო მხოლოდ ირაკლი კობახიძის შექება.

როდესაც ასეთი მოცემულობაა და ყველა ხედავს, თუ როგორი წესიერი, შრომისმოყვარე და პატიოსანი პრემიერი ჰყავს ქვეყანას და ოპოზიცია კიდევ მსგავს ჭორებს ავრცელებს, ძალიან კარგად ჩანს, თუ სად და როგორ მდგომარეობაში არიან ისინი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792246553

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, საპატიო თავმჯდომარე ესწრებოდა, დიდი ხანი არ ვიყავით შეხვედრილები ასეთ ფორმატში, აბსოლუტურად ყველა საკითხს შევეხეთ

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომას ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალიან საინტერესო შეხ...

ლევან მაჭავარიანი

1792243872

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: დიდ მადლობას გადავუხდი სრულიად გუნდს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის, პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად მუშაობას ორმაგი შემართებით გავაგრძელებ

ყველა აქტუალური საშინაო და საგარეო საკითხი, გუნდის შიგნით მიმდინარე მოვლენები და პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი - უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში დასრულებულია. მანამდე შედგა პოლიტსაბჭოს სხდო...

ირაკლი კირცხალია

1792240120

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად გამოწვევები გადალახულია

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო. სხდომას ესწრებოდა პარტიის დამფუძ...

„ქართული ოცნება“

1792239555

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც

„გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...

ირაკლი კობახიძე

1792238732

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ემბარგოს საკითხზე გრძელდება მუშაობა, იმედი გვაქვს, მალე მოხერხდება ამ გადაწყვეტილების შემოტრიალება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების საკითხზე. კობახიძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საკითხის გადაწყვეტა მ...

ირაკლი კობახიძე