დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე, მმართველ გუნდში უკვე კეთდება შეფასებები.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ რა მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს, სააკაშვილის ტყუილით გაჯერებული განცხადებები კი, პირველი არაა.

„სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას. კარგად გვახსოვს სააკაშვილის ტირანულმა რეჟიმმა, სპეციალური სამსახურების მეშვეობით, ძალადობით, ცემით როგორ პრაქტიკულად აიღო ხელში „იმედის“ ტელევიზიის შენობა, დახურა მაუწყებლობა. იმ დროს მოქმედი ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიის, როგორ შეეცადა საზოგადოებაში თავისუფალი აზრის გავრცელების საბოლოოდ ჩახშობას და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, წინ ედგა ბადრი პატარკაციშვილის შექმნილი „იმედის“ ტელევიზია. ეს ტელევიზია იდგა ბოლო პლაცდარმად, ბასტიონად თავისუფალი სიტყვისა ჩვენს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, არ მოეწონა ტირანიას, ხელს უშლიდა მას საკუთარი ინტერესის განხორციელებაში. ამიტომაც, ძალადობის სრული დემონსტრირებით არა რამდენიმე დღით, როგორც თვითონ უტიფრად აცხადებს, არამედ მთელი 2012 წლამდე არსებულ პერიოდამდე მოახდინა პრაქტიკული ოკუპაცია ამ ტელევიზიის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793997091

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი ვალიც არის, დავიცვათ კონსტიტუცია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „რადიო თავისუფლებასთან“ აცხადებს, რომ ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად, სადაც ანტიკონსტიტუციური პარტიები აიკრძალნენ, პასუხის...

არჩილ გორდულაძე

1793996143

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, აღარ იქნება ოპოზიციური ველი ოკუპირებული მათი მხრიდან, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებთან პოლემიკაში შევიდეთ

როგორც ნებისმიერ წარმომადგენელი, ან ნებისმიერი ადვოკატი მხარისა, ნებისმიერ სარჩელთან დაკავშირებით - იქნება ეს, მაგალითად, თუნდაც საერთო სასამართლოებში, სამოქალაქოში - რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის...

არჩილ გორდულაძე

1793993307

ახალი ამბები

კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა. დედაქალაქის მერის თქმით, წინა ხელისუფლებ...

კახა კალაძე

1793991794

ახალი ამბები

თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო

რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაწყებულია. პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. როგორც მან აღნიშნა, თბილისელებისთვის მიცემული პირობა,...

თბილისის მერი

1793991327

ახალი ამბები

კახა კალაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა,...

კახა კალაძე