რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები აბუ-დაბიში პირველ თებერვალს განახლდება
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები პირველ თებერვალს გაგრძელდება. ინფორმაციას „აქსიოსის“ ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე თქმით, შეხვედრა 23-24 იანვარს აბუ-დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების რაუნდის გაგრძელება იქნება.
იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები დასრულდა.
შეხვედრებს კონსტრუქციულს უწოდებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისივე თქმით, საუბრების ძირითადი ფოკუსი ომის დასრულების შესაძლო პარამეტრები იყო.
აბუ-დაბიში დელეგაციის წევრებს შორის იმყოფებიან აშშ-ის მხრიდან სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი. უკრაინული დელეგაციის წევრები არიან: ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ასევე პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და მისი მოადგილე სერგეი კისლიცა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია და უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელი ანდრეი გნატოვი. რაც შეეხება რუსულ მხარეს, დელეგაციას ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი, შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.
1769274655
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როდესაც დღეს ვისმენთ ევრობიუროკრატიის წარმომადგენლების - ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასის, მაკრონის, გერმანიის კანცლერის განცხადებას, ასე მგონია „ხალხის ძალის“ ბრიფინგებს კითხულობენ
„ევრობიუროკრატიამ რა უსამართლობაც დათესა საქართველოსთან მიმართები“, იმას იმკის ახლა საკუთარ თავზე“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია. „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნ...
1769273018
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჰელსინკის კომისიის სპექტაკლები ჩვენ უკვე ვიხილეთ. არ მგონია, რომ საქართველოში რჩებოდეს ადამიანი, ვინც სერიოზულად აღიქვამს ამ კომისიას
ჰელსინკის კომისიის სპექტაკლები ჩვენ უკვე ვიხილეთ, ბატონი უილსონი ხელმძღვანელობდა და აქედან ჩასული აგენტებიც კარგად გვახსოვს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარი...
1769271430
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი საია-ს სარჩელზე: ექსტრემიზმში გადაზრდილი საპროტესტო აქციების წახალისება, თითქოს, უკვე სასამართლოში დაიწყეს განხილვა, რომ ეჭვქვეშ დააყენეს არჩევნების კანონიერება, როდესაც ასეთ „რეალობას“ საერთოდ ადგილი არ აქვს
„სკანდალური ვუწოდო, თუ რა ეპითეტი გამოვიყენო მაშინ, როდესაც ვაფასებთ საია-ს მოქმედებას და ზოგადად, განცხადებას, რომ საკითხის არსობრივი განხილვა დაიწყო და ეს არის უშველებელი გამარჯვება, როდესაც არსობრი...
1769270318
ახალი ამბებიმკვლელობა მუხრანში - 2 კაცი მანქანაში ჩაცხრილეს
ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა მუხრანში. გავრცელებული ცნობით, მუხრანის ცენტრში ორი ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება ორი მუხლით, 109-ე და 236-ე, რაც დამამძიმებე...
1769268886
მსოფლიოდონალდ ტრამპი: თუ კანადა ჩინეთთან შეთანხმებას დადებს, შეერთებულ შტატებში შემოსულ ყველა კანადურ საქონელსა და პროდუქტზე დაუყოვნებლივ დაწესდება 100%-იანი ტარიფი
„თუ გუბერნატორი [პრემიერ-მინისტრი] კარნი ფიქრობს, რომ მას შეუძლია კანადა ჩინეთის „სატრანზიტო პორტად“ გადააქციოს, რომლის მეშვეობითაც საქონელი და პროდუქტები შეერთებულ შტატებში შემოვა, ის ძალიან ცდება. ჩ...































