დიდი ბრიტანეთის პრემიერი დონალდ ტრამპისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იქნებიან და სიძლიერით არავის ჩამოუვარდებიან.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ავღანეთში 457 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ბევრი კი დაიჭრა.
„გაერთიანებული სამეფოს დიდი და ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან იქნებიან. ავღანეთში 457 მათგანი დაიღუპა, ბევრი მძიმედ დაიჭრა და ისინი ყველა უდიდეს მეომარს შორის იყვნენ. ეს კავშირი იმდენად ძლიერია, რომ მისი გაწყვეტა შეუძლებელია. გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალები უზარმაზარი გულითა და სულით არავის ჩამოუვარდება, აშშ-ის გარდა. ჩვენ ყველანი გვიყვარხართ და ყოველთვის გვეყვარებით. პრეზიდენტი დონალდ ჯ. ტრამპი“, - წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, 23 დემებერს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ „ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია ნატო-ს დახმარება, ისინი ამბობენ, რომ ავღანეთში გააგზავნეს გარკვეული რაოდენობის სამხედროები, ასეც იყო, ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყვნენ“.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტრამპის განცხადებას შეურაცხმყოფლად და შემაძრწუნებლად მიიჩნევს. კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
1769273018
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჰელსინკის კომისიის სპექტაკლები ჩვენ უკვე ვიხილეთ. არ მგონია, რომ საქართველოში რჩებოდეს ადამიანი, ვინც სერიოზულად აღიქვამს ამ კომისიას
ჰელსინკის კომისიის სპექტაკლები ჩვენ უკვე ვიხილეთ, ბატონი უილსონი ხელმძღვანელობდა და აქედან ჩასული აგენტებიც კარგად გვახსოვს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარი...
1769271430
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი საია-ს სარჩელზე: ექსტრემიზმში გადაზრდილი საპროტესტო აქციების წახალისება, თითქოს, უკვე სასამართლოში დაიწყეს განხილვა, რომ ეჭვქვეშ დააყენეს არჩევნების კანონიერება, როდესაც ასეთ „რეალობას“ საერთოდ ადგილი არ აქვს
„სკანდალური ვუწოდო, თუ რა ეპითეტი გამოვიყენო მაშინ, როდესაც ვაფასებთ საია-ს მოქმედებას და ზოგადად, განცხადებას, რომ საკითხის არსობრივი განხილვა დაიწყო და ეს არის უშველებელი გამარჯვება, როდესაც არსობრი...
1769270318
ახალი ამბებიმკვლელობა მუხრანში - 2 კაცი მანქანაში ჩაცხრილეს
ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა მუხრანში. გავრცელებული ცნობით, მუხრანის ცენტრში ორი ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება ორი მუხლით, 109-ე და 236-ე, რაც დამამძიმებე...
1769268886
მსოფლიოდონალდ ტრამპი: თუ კანადა ჩინეთთან შეთანხმებას დადებს, შეერთებულ შტატებში შემოსულ ყველა კანადურ საქონელსა და პროდუქტზე დაუყოვნებლივ დაწესდება 100%-იანი ტარიფი
„თუ გუბერნატორი [პრემიერ-მინისტრი] კარნი ფიქრობს, რომ მას შეუძლია კანადა ჩინეთის „სატრანზიტო პორტად“ გადააქციოს, რომლის მეშვეობითაც საქონელი და პროდუქტები შეერთებულ შტატებში შემოვა, ის ძალიან ცდება. ჩ...
1769267886
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი პრემიერის ინიციატივაზე: საზოგადოებაში დახლეჩის პროცესის პრევენციისთვის, ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი არის დისკუსიები
პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ შეაფასა. მისი თქმით, საზოგადოებაში დახლეჩის პ...































