მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კონფერენციის დასკვნით დღეს 2025 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა და საქართველოს დიპლომატიური სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო ამოცანები შეაფასა

 „დღეს დავასრულეთ საქართველოს ელჩების კონფერენცია. ეს იყო კარგი შესაძლებლობა, განგვეხილა ყველაფერი, რაც მოხდა 2025 წლის მანძილზე, შეგვეფასებინა, რა გარემო იყო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების თვალსაზრისით, გვემსჯელა სამომავლო ნაბიჯებზე, იმ საკითხებზე, რაც შესაძლოა, აქტუალური იყოს 2026 წლის განმავლობაში ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ რთულ და არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ გარემოზე და ხაზი გაუსვა დიპლომატიური სამსახურის როლს ეროვნული ინტერესების დაცვაში.

„მოგეხსენებათ, არაპროგნოზირებად გარემოში გვიწევს მუშაობა, საკმაოდ არაპროგნოზირებადია გეოპოლიტიკური გარემო ჩვენი ქვეყნის გარშემო. ჩვენი ქვეყანა ერთგვარად ცენტრშია იმ მოვლენების, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ დიპლომატიური სამსახურის პრაგმატულ და ეროვნულ ინტერესებზე გათვლილ საქმიანობას“, - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის აუცილებლობაზე და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო კამპანიებზე.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ის ნაბიჯები, რაც ქვეყნის მიერ იდგმება, საერთაშორისო საზოგადოებამდე სწორად იყოს მიტანილი გზავნილები. იცით, რომ საკმაოდ დიდი კამპანიები მიმდინარეობდა საქართველოს წინააღმდეგ. როდესაც საუბარია საინფორმაციო კამპანიებზე, ძალიან რთულია, მწირი რესურსით გაუმკლავდე ამ შემოტევებს, რა შემოტევების ობიექტიც არის ჩვენი ქვეყანა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში არის ის სიმტკიცე, რაც სჭირდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა 2025 წელი ქვეყნისთვის დადებითად შეაფასა და ყურადღება გაამახვილა მშვიდობასა და სტაბილურ განვითარებაზე.

„იმ გამოწვევების თვალსაზრისით, რა გამოწვევებიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, როგორც გეოპოლიტიკურად, ასევე ქვეყნის შიგნით, რამაც გარკვეული დარტყმები მიაყენა თავად საგარეო სამსახურსაც, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, ჩვენს ქვეყანას შეუძლია სტაბილური, ეკონომიკური განვითარება და პარტნიორებთან აქტუალურ საკითხებზე საუბარი, ჩვენ შეგვიძლია, შევაფასოთ, რომ ეს წელი იყო წარმატებული.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონტაქტები ყველასთან, ვისაც სურს საქართველოსთან კონტაქტი და კავშირი, არაფერს არ ვკარგავთ ჩვენ. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ასე გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766670412

საზოგადოება

პრემიერი: უნდა ვიმუშაოთ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან ფასების შემცირებისთვის, უფრო ჩავუღრმავდებით ამ საკითხს და საზოგადოებას გავაცნობთ კონკრეტულ შედეგებს

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უნდა ვიმუშაოთ უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას, - განუცხადა საქართველოს პრემიე...

ირაკლი კობახიძე

1766669272

საზოგადოება

სოზარ სუბარი: ხშირად ჩვენ თავად ვაიდეალებდით ევროკავშირს და არ გვინდოდა იმ უარყოფითის დანახვა, რაც ნათლად დაგვანახა დღევანდელმა ევრობიუროკრატიამ თავისი უსამართლო გადაწყვეტილებებითა და ორმაგი სტანდარტებით

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ევრობიუროკრატების პოზიციებსა და ევროკავშირის პრინციპების ცვლილებას მედიასთან ეხმიანება. „ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ევროკავშირი ა...

სოზარ სუბარი

1766668229

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6966 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ვალუტა

1766667069

ახალი ამბები

კახა კალაძე: სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ინიციატივის კომენტ...

კახა კალაძე

1766665825

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურ...

პროკურატურა