სახელმწიფოსგან მოტყუებით მიიღეს 826 815 ლარი - დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 12 წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის თორმეტი წევრი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს აფინანსებდა არაუმეტეს 150 000 ლარის ოდენობით.

გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული, სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ლ.დ., რომელიც ინფორმირებული იყო ზემოაღნიშნული პროგრამის შესახებ, სახელმწიფო თანხის დიდი ოდენობით მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაუკავშირდა ფიზიკურ პირებს, რომლებიც არანაირ კავშირში არ იყვნენ სოფლის მეურნეობასთან და მათი მეშვეობით მიმართა „სოფლის განვითარების სააგენტო“-ს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გრანტის გაცემის თაობაზე. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო რამდენიმე კომპანია, საიდანაც თითქოსდა უნდა მომხდარიყო ხსენებული ტექნიკის შეძენა. ზემოაღნიშნულმა კომპანიებმა თავის მხრივ, დანაშაულებრივი ქმედების შენიღბვის მიზნით, გასცეს ყალბი ინვოისები ტექნიკის რეალიზაციის თაობაზე.

დადგენილია, რომ აღნიშნული სქემით, ბრალდებულების მიერ, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, 8 შემთხვევაში, სახელმწიფოსგან მოტყუებით მიღებული იქნა გრანტი, ჯამში 826 815 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომ არადანიშნულებისამებრ იქნა გამოყენებული, პირადი ინტერესებისთვის.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. წინასწარი მონაცემებით შესაძლოა გაიზარდოს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ოდენობა, ასევე დამნაშავე პირთა რაოდენობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

საგამოძიებო სამსახური აქტიურად განაგრძობს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ფაქტების გამოვლენას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752840702

ახალი ამბები

შსს: ბათუმში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ბათუმში მომხდარი სროლის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხო...

შსს: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

1752839411

ახალი ამბები

ბათუმში სროლა იყო

ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ, ერთ-ერთ რესტორანში სროლა იყო. როგორც აჭარის ტელევიზია იუწყება, სავარაუდოდ, არის მსხვერპლი. თვითმხილეველების ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. შემთხვევის ადგილზე...

შსს

1752838797

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: რადიკალები უთავმოყვარეოები არიან, ზღაპრებს ჰყვებიან, რომ თურმე არჩევნები არ აინტერესებთ

„რადიკალები უპრინციპოები და უთავმოყვარეოები არიან, ზღაპრებს ჰყვებიან, რომ თურმე არჩევნები არ აინტერესებთ, არალეგიტიმურია მთავრობა და ცესკოო, მეორე წუთში ცესკოში მიცუნცულდნენ, ნომერი შეგვინახეთო“, – ამ...

ირაკლი ზარქუა

1752836837

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს. ჰაერ...

ააა

1752835109

ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები რუსთაველის გამზირზე დღესაც გრძელდება. პროცესში მონაწილეობენ 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულები. რუსთაველის გამზი...

რუსთაველის გამზირ