პაპუაშვილი: ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, კეთილგონიერება და ძალა პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად, რათა ვიყოლიოთ ცოცხალი იუნკრები და გმირები, რათა არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები

ჩვენ ჩვენი თებერვალი გვაქვს - თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო.

საუკუნის წინანდელი ბრძოლის გახსენება მით უფრო აქტუალურია დღეს, როდესაც ვცხოვრობთ გლობალური თუ რეგიონული კატაკლიზმების ეპოქაში, რომლის აქტიური ფაზაც სწორედ თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით დაიწყო, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, იუნკერების თავდადება და გმირობა, არასოდეს იქნება დავიწყებული.

„მიმდინარე დაპირისპირება გვაჩვენებს იმ საფრთხეს, რაც შეიძლება მოიტანოს ვითარების ვერ შეფასებამ, დიდი სურათის ვერ დანახვამ, გეოპოლიტიკური ინტერესისა და ძალის მქონე სახელმწიფოების განზრახვათა ვერ გაგებამ და შიდა ინსტიტუციურმა სისუსტემ. ჩამოთვლილმა და კიდევ არაერთმა ფაქტორმა განაპირობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობა. თუმცა, ამ მოკლე პერიოდმაც დაგვიტოვა მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც დღესაც გვეხმარება მოვლენების სწორად გაგებაში და გადაწყვეტილებების გონივრულად მიღებაში.

დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკრების თავდადებას, როგორც პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის უმაღლეს გამოვლინებას, როგორც
მაგალითს თავგანწირვისა, თუნდაც უკვე მარცხისთვის განწირულ ბრძოლაში. მათი ეს თავდადება და გმირობა, გადაეფარო საკუთარ ქვეყანას უკიდურეს ვითარებაში, არასოდეს იქნება დავიწყებული. ეს არის მარო მაყაშვილის, შალვა ერისთავის და სხვათა ღვაწლი, ისევე როგორც ჩვენს დროში გიორგი ანწუხელიძის, ძმები რომელაშვილების თუ სხვა ასობით გმირის, რომელმაც სიცოცხლე დადეს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ქვეყნის ერთიანობისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოებრივი სიმტკიცე, კეთილგონიერება და ძალა პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად, რათა ვიყოლიოთ ცოცხალი იუნკრები და ცოცხალი გმირები, რათა არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები.

და მაინც, თუ ოდესმე დადგება უკიდურესი წუთი, ყოველმა ავისმსურველმა უნდა იცოდეს, საქართველო არ დანებდება და უბრძოლველად არ შეეგუება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დაკარგვას. საქართველო იბრძოლებს, როგორც იბრძოდა ყოველთვის“, - წერს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771792554

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ჩვენთვის საუკეთესოა ის, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ არის სუვერენიტეტი, არის ქვეყნების ინტერესი, ეს ინტერესია მთავარი და არა რაღაც კოლექტიური გაერთიანების ინტერესი

„ჩვენთვის საუკეთესოა ის, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ არის სუვერენიტეტი, არის ქვეყნების ინტერესი და რასაკვირველია, ეს ინტერესია მთავარი და არა რაღაც კოლექტიური გაერთიანების ინტერესი“...

გია ვოლსკი

1771791667

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: გამჭვირვალობის კანონი აღმოჩნდა ის ფარი, რომელმაც ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვა, ეს აღმოჩნდა წინაღობა საქართველოს მტრებისთვის, რათა ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობისგან დაეცვა საქართველო

„უკვე არაერთგზის დადასტურდა უშუალოდ შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების აღიარებითი ჩვენებებით, რომ მათი უშიშროების სამსახურები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში საკუთარი ინტერ...

 დავით მათიკაშვილი

1771788797

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე: ძალიან სასიამოვნოა, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში არის ჩვენი შეხედულებები არამხოლოდ ღირებულებებით ნაწილში, არამედ პოლიტიკურ ჭრილში

„ძალიან სასიამოვნოა, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში არის ჩვენი შეხედულებები [ვაშინგტონთან] არამხოლოდ ღირებულებებით ნაწილში, არამედ პოლიტიკურ ჭრილში“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული...

ლევან მაჭავარიანი

1771786987

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრო: პოლიციის თანამშრომლებმა სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ გ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1771785283

ახალი ამბები

გეკა გელაძე მიგრაციის პოლიტიკაზე: საკანონმდებლო ინიციატივებმა მოგვცა შესაძლებლობა, უფრო ეფექტურად, სწრაფად და ქმედითად შევძლოთ არალეგალების ქვეყნიდან გაძევება

„საკანონმდებლო ინიციატივებმა მოგვცა შესაძლებლობა, უფრო ეფექტურად, სწრაფად და ქმედითად შევძლოთ არალეგალების ქვეყნიდან გაძევება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელ...

გეკა გელაძე