სამართალდამცველების მიერ ბოლო სამი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოიღეს - ბოლო სამი დღის განმავლობაში, ჯამში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი.
გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
1780727949
საზოგადოებაგეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ახალი რექტორი წარადგინა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორად სოფიო აბულაშვილი დაინიშნა. ახალი რექტორი თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად, სამუშ...
1780725958
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 6 ივნისს საქართველოში
6 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი...
1780692111
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი სან-ფრანცისკოს მერს დენიელ ლურის შეხვდა
2026 წლის 4 ივნისს, სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სან-ფრანცისკოს მერთან დენიელ ლურისთან. შეხვედრაზე მხარეე...
1780691038
ახალი ამბებისპორტის მინისტრი საქართველოსა და ბაჰრეინს შორის გამართულ მატჩს დაესწრო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ანგარიში მეორე ტაიმში ლუკა ლოჩოშვილის გოლით გაიხსნა, 77-ე წუთზე...
1780690380
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორს ელენი კუნალაკისს შეხვდა
2026 წლის 4 ივნისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილესთან ელენი კუნალაკისთან....


























