საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალურ ასამბლეაზე სანოტარო სერვისების გაციფრულების საკითხები განიხილა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე ევროკავშირის და საბჭოში დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნების ნოტარიატების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა ნოტარიატის ციფრული ტრანსფორმაცია, უძრავი ქონების მიმართულებით მიმდინარე ინიციატივები, ევროპული ბიზნესსაფულეების (European Business Wallets) განვითარება, ციფრული აქტივებისა და ქონებრივი რეესტრების პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები გაეცნენ მალტის სანოტარო არქივის საქმიანობას, ისტორიულ და თანამედროვე ფუნქციებს, ნოტარიული აქტების შენახვისა და დაცვის სისტემას, ასევე დოკუმენტების დიგიტალიზაციისა და ხელმისაწვდომობის პროცესებს.

გენერალური ასამბლეის სხდომას ესწრებოდა ასევე ნოტარიუსთა პალატის საერთაშორისო სამსახურის უფროსი თეონა წინწალაშვილი.

ევროპის ნოტარიატთან თანამშრომლობის მიზანი საუკეთესო უცხოური პრაქტიკის გაზიარებაა, რაც ხელს შეუწყობს ქართული ნოტარიატის შემდგომ განვითარებას და ევროპულ სამართლებრივ სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოებას.

ინფორმაციას საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780731765

საზოგადოება

მარჩინ როსოლოვსკი: როდესაც კიევი მოთმინებასა და რთული საკითხების მიჩქმალვას მოითხოვს, პასუხისმგებლობისკენ მოწოდებებს ვისმენთ, ხოლო როდესაც იმავე სიფრთხილეს საქართველო საჭიროებს, ვარშავა დასავლურ ბრალდებებს იმეორებს

კიევის მიმართ რბილი, თბილისის მიმართ მკაცრი. სად გაქრა პოლონეთის სახელმწიფოებრივი ინტერესი? - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას მარჩინ როსოლოვსკი, სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი. სტატია ეხება პოლ...

ირაკლი კობახიძე

1780731011

ახალი ამბები

სამართალდამცველების მიერ ბოლო სამი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში...

მაინერი  მაინერი

1780729083

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი...

დაკავება, პოლიცია

1780727949

საზოგადოება

გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ახალი რექტორი წარადგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორად სოფიო აბულაშვილი დაინიშნა. ახალი რექტორი თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად, სამუშ...

გეკა გელაძე

1780725958

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 ივნისს საქართველოში

6 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი...

ზოგადი