მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, ასეთ ვითარებაში სიფრთხილე აუცილებელი არ არის, ღალატს ნიშნავდეს - ის შესაძლოა, უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი იყოს

სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი მარჩინ როსოლოვსკი თავის სტატიაში ყურადღებას ამახვილებს „პრორუსული საქართველოს მითზე“. ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საზოგადოებას კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი. შესაბამისად, ავტორი ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან სიფრთხილის გამოჩენა და „მრავალვექტორული“ პოლიტიკა არა ღალატი, არამედ გადარჩენის ინსტინქტია.

„საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულება პოლიტიკური გამარტივებაა, რომელიც უფრო მეტს აბნევს, ვიდრე ხსნის. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ქართულ საზოგადოებას ახსოვს 2008 წლის ომი, რუსული ტანკები, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დაკარგვა. ასეთ ვითარებაში სიფრთხილე აუცილებელი არ არის, ღალატს ნიშნავდეს - ის შესაძლოა, უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი იყოს. უკრაინას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს გადარჩენისთვის, ხოლო საქართველოს - არა? თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება მრავალვექტორულ პოლიტიკას ატარებს - ზოგჯერ დასავლეთისთვის გამაღიზიანებელს, ზოგჯერ კი ზედმეტად ფრთხილს. თუმცა დაუშვებელია მისი ავტომატურად რუსულ აგენტურად გამოცხადება. ადვილია ქართველებისკენ მკაცრი ნაბიჯებისკენ მოწოდება ვარშავიდან, ბერლინიდან, ან ბრიუსელიდან. გაცილებით რთულია პასუხისმგებლობის აღება იმ შედეგებზე, თუ პატარა კავკასიური ქვეყანა მოსკოვთან კიდევ ერთ დაპირისპირებაში აღმოჩნდება ჩათრეული“, - ვკითხულობთ სტატიაში.

ამასთან, ავტორი ავტორი მიუთითებს იმასაც, რომ თუ სადმე არის ნამდვილი პრორუსულობა, ეს ბერლინშია. აღნიშნავს, რომ, მიუხედავად ომისა და სანქციებისა, გერმანული ბიზნესის ნაწილი კვლავ ეძებს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის გზებს.

„თუ უკვე პრორუსულობაზე ვსაუბრობთ, უპირველესად, ბერლინს უნდა შევხედოთ. სწორედ გერმანული ელიტები აშენებდნენ Nord Stream-ს წლების განმავლობაში. სწორედ გერმანიამ გახადა ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებული. სწორედ ისინი მოძღვრავდნენ პოლონეთს „რუსოფობიის“ შესახებ, როდესაც ვარშავა კრემლის იმპერიული პოლიტიკის საფრთხეზე აფრთხილებდა. დღეს, მიუხედავად ომისა და სანქციებისა, გერმანული ბიზნესის ნაწილი კვლავ ეძებს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის გზებს. სიმბოლური იყო გერმანიის ბიზნესწრეების მონაწილეობა სანქტ-პეტერბურგის ბიზნესფორუმში. იქ კვლავ ჩანს იგივე მენტალიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთს პარტნიორად, ხოლო ცენტრალურ ევროპას - ბიზნესის კეთებაში ხელისშემშლელ ფაქტორად აღიქვამდა. სწორედ ამიტომ პოლონეთმა არ უნდა მიიღოს გერმანული მგრძნობელობა საკუთარ კომპასად აღმოსავლეთისა და კავკასიის საკითხებში“, - აღნიშნავს ავტორი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780729083

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი...

დაკავება, პოლიცია

1780727949

საზოგადოება

გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ახალი რექტორი წარადგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორად სოფიო აბულაშვილი დაინიშნა. ახალი რექტორი თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად, სამუშ...

გეკა გელაძე

1780725958

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 ივნისს საქართველოში

6 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი...

ზოგადი

1780692111

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი სან-ფრანცისკოს მერს დენიელ ლურის შეხვდა

2026 წლის 4 ივნისს, სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სან-ფრანცისკოს მერთან დენიელ ლურისთან. შეხვედრაზე მხარეე...

მაკა ბოჭორიშვილი

1780691038

ახალი ამბები

სპორტის მინისტრი საქართველოსა და ბაჰრეინს შორის გამართულ მატჩს დაესწრო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ანგარიში მეორე ტაიმში ლუკა ლოჩოშვილის გოლით გაიხსნა, 77-ე წუთზე...

სპორტის მინისტრი