მარჩინ როსოლოვსკი: უკრაინის შემთხვევაში ყველაფერი აიხსნება ომით, პოლონეთმა ზედმეტად ხმამაღლა არ დაიცვას საკუთარი ინტერესები, საქართველოს შემთხვევაში, ეს მოთმინება მოულოდნელად ქრება და ცივი ანალიზის ნაცვლად ჩნდება მორალისტური ტონი

მარჩინ როსოლოვსკი, სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი, სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ერთი თავი ეთმობა საკითხს - „თავმდაბლობა უკრაინის მიმართ, სიმკაცრე საქართველოს მიმართ“.

ის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს და ამბობს, რომ უკრაინის მიმართ პოლონეთი უკიდურეს მოთმინებასა და რბილ პოლიტიკას იჩენს, თვალს ხუჭავს კიევის მხრიდან გამოვლენილ უპატივცემულობაზე, თუ კორუფციაზე. თუმცა საქართველოს მიმართ ეს მოთმინება სადღაც ქრება და ვარშავა მყისიერად გადადის მორალისტურ ტონზე.

„ყველაზე თვალშისაცემი ორმაგი სტანდარტია. უკრაინის შემთხვევაში, თითქმის ყველაფერი აიხსნება ომით, გეოპოლიტიკით, რუსეთის ზეწოლითა და ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობით. პოლონეთმა უნდა აიტანოს მორიგი შეურაცხყოფები, ზედმეტად ხმამაღლა არ დაიცვას საკუთარი ინტერესები, ფრთხილად ისაუბროს ისტორიაზე და არ დააყენოს მკაცრი პირობები. ეს ყველაფერი „სახელმწიფოებრივი ინტერესის“ სახელით. საქართველოს შემთხვევაში, ეს მოთმინება მოულოდნელად ქრება. ცივი ანალიზის ნაცვლად ჩნდება მორალისტური ტონი. რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული სახელმწიფოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გააზრების ნაცვლად გვესმის ბანალური ფრაზები: „დემოკრატია საფრთხეშია“, „პრორუსული ხელისუფლება“, „დიქტატურა“. ასე ხდება საკუთარი, დამოუკიდებელი პოლიტიკისა და გრძელვადიანი პარტნიორობის შანსის უარყოფა“, - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი, ასევე, საუბრობს უკრაინაში კორუფციაზე და საქართველოს მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე. სტატიაში მოჰყავს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2024 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში 53-ე ადგილზეა იმყოფება, ხოლო უკრაინა - 105-ზე. როსოლოვსკი კითხვას სვამს, თუ რატომ ითვლება უკრაინა უპირობო ნდობის მქონე პარტნიორად, ხოლო საქართველო, სადაც რეალური მაჩვენებლები ბევრად უკეთესია, დასავლეთში თითქმის დიქტატურად არის გამოცხადებული.

ავტორის თქმით, შეიძლება განსხვავებული დამოკიდებულება არსებობდეს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ პოლონეთისთვის ტრადიციულად უკრაინაზე უფრო ახლო ქვეყანა პოტენციური მოკავშირეების სიიდან ამოირიცხოს.

„განსაკუთრებით მოხერხებულად იჩქმალება კორუფციის საკითხი. უკრაინა წარმოდგენილია სახელმწიფოდ, რომელსაც უპირობოდ უნდა ენდო, მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები და ერთმანეთის მიყოლებით გახმაურებული სკანდალები გაცილებით მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. Transparency International-ის მონაცემებით, 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში უკრაინა 180 ქვეყნიდან 105-ე ადგილზე იყო 35 ქულით 100-დან. საქართველო გაცილებით მაღლა, 53-ე ადგილზე აღმოჩნდა 53 ქულით - პოლონეთის თანაბარი შედეგით. მაშ, რომელ ქვეყანასთან არის უფრო ახლოს ევროპული სტანდარტები? ამას ემატება უკრაინაში გახმაურებული კორუფციული საქმეები: სამხედრო შესყიდვები, ბოროტად გამოყენება ენერგეტიკულ სექტორში, ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვის წარმომადგენლებთან დაკავშირებული სკანდალები, მათ შორის Energoatom-ის ირგვლივ განვითარებული საქმე. შესაძლებელია უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და, ამავე დროს, იმის აღიარებაც, რომ კიევი სახელმწიფო გამჭვირვალობის იდეალური მაგალითი არ არის. პოლონეთის პოლიტიკა არ უნდა ემყარებოდეს რიტუალურ თვალის დახუჭვას იქ, სადაც ამას მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურა მოითხოვს. ამ ფონზე საქართველოს თითქმის დიქტატურად წარმოჩენა ბუნებრივ წინააღმდეგობას იწვევს. საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აკვირდებოდნენ და აფასებდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები; არსებობდა კრიტიკული შეფასებებიც მათი მიმდინარეობის შესახებ. მაგრამ, რას ვხედავთ თავად ევროკავშირში, სადაც ინტერნეტის ცენზურის შემოღებაზე საუბრობენ? რა მოხდა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში? როგორ იქცეოდა ბრიტანეთის მთავრობა, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში რადიკალურმა მემარჯვენე ძალებმა გაიმარჯვეს? შეიძლება განსხვავებული დამოკიდებულება არსებობდეს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ პოლონეთისთვის ტრადიციულად უკრაინაზე უფრო ახლო ქვეყანა პოტენციური მოკავშირეების სიიდან ამოირიცხოს“, - აღნიშნავს ავტორი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780729083

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი...

დაკავება, პოლიცია

1780727949

საზოგადოება

გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ახალი რექტორი წარადგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორად სოფიო აბულაშვილი დაინიშნა. ახალი რექტორი თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად, სამუშ...

გეკა გელაძე

1780725958

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 ივნისს საქართველოში

6 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი...

ზოგადი

1780692111

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი სან-ფრანცისკოს მერს დენიელ ლურის შეხვდა

2026 წლის 4 ივნისს, სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სან-ფრანცისკოს მერთან დენიელ ლურისთან. შეხვედრაზე მხარეე...

მაკა ბოჭორიშვილი

1780691038

ახალი ამბები

სპორტის მინისტრი საქართველოსა და ბაჰრეინს შორის გამართულ მატჩს დაესწრო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ანგარიში მეორე ტაიმში ლუკა ლოჩოშვილის გოლით გაიხსნა, 77-ე წუთზე...

სპორტის მინისტრი