მარჩინ როსოლოვსკი: როდესაც კიევი მოთმინებასა და რთული საკითხების მიჩქმალვას მოითხოვს, პასუხისმგებლობისკენ მოწოდებებს ვისმენთ, ხოლო როდესაც იმავე სიფრთხილეს საქართველო საჭიროებს, ვარშავა დასავლურ ბრალდებებს იმეორებს

კიევის მიმართ რბილი, თბილისის მიმართ მკაცრი. სად გაქრა პოლონეთის სახელმწიფოებრივი ინტერესი? - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას მარჩინ როსოლოვსკი, სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი.

სტატია ეხება პოლონეთის საგარეო პოლიტიკას უკრაინასა და საქართველოს ორმაგი სტანდარტების კონტექსტში. ავტორი აკრიტიკებს ვარშავის ამჟამინდელ მიდგომას და მიიჩნევს, რომ პოლონეთი საკუთარი სახელმწიფო ინტერესების გატარების ნაცვლად, ბრიუსელისა და ბერლინის ნარატივებს იმეორებს.

ის ასევე საუბრობს საქართველოსა და პოლონეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებზე და აღნიშნავს, რომ თუ პოლონეთს სურს, სერიოზულ სახელმწიფოდ დარჩეს, მას არ შეუძლია ქართველებს ზემოდან უყუროს მხოლოდ იმიტომ, რომ მათი არჩევანი, შიდა პოლიტიკური დავები და გადაწყვეტილებები დასავლეთის ლიბერალური ელიტების მოლოდინებს არ ემთხვევა.

„პოლონეთის საგარეო პოლიტიკა ზედმეტად ხშირად იქცევა ისე, თითქოს „სახელმწიფო ინტერესის“ ცნება მხოლოდ უკრაინის მიმართ მოქმედებდეს, როდესაც კიევი მორიგ ჟესტებს, მოთმინებასა და რთული საკითხების მიჩქმალვას მოითხოვს, ჩვენ პასუხისმგებლობისკენ მოწოდებებს ვისმენთ. ხოლო როდესაც იმავე სიფრთხილეს საქართველო საჭიროებს, ვარშავა უბრალოდ იმეორებს დასავლური ბრალდებებისა და მორალისტური განცხადებების ენას. არადა საქართველო არც გადასაჭრელი პრობლემაა და არც სხვის თამაშში გამოყენებული პაიკი; ის პოლონეთის პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ რეგიონში.

კავკასია არის რეგიონი შავ ზღვას, თურქეთს, რუსეთს, ირანსა და ცენტრალურ აზიას შორის. ეს არის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და პოლიტიკური დერეფნების სივრცე და, უპირველეს ყოვლისა, ადგილი, სადაც წყდება, ექნება, თუ არა ცენტრალურ ევროპას რეალური გასასვლელი გერმანულ-რუსული კონტინენტური პოლიტიკის ჩარჩოების მიღმა. სწორედ ამიტომ პოლონეთის სახელმწიფოებრივი ინტერესი მოითხოვს საქართველოსთან კეთილი, მოთმინებით სავსე და თანასწორ პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებას. თუ პოლონეთს სურს, სერიოზულ სახელმწიფოდ დარჩეს, მას არ შეუძლია ქართველებს ზემოდან უყუროს მხოლოდ იმიტომ, რომ მათი არჩევანი, შიდა პოლიტიკური დავები და გადაწყვეტილებები დასავლეთის ლიბერალური ელიტების მოლოდინებს არ ემთხვევა. საქართველო ვარშავისთვის სტრატეგიული დიალოგის პარტნიორი უნდა იყოს და არა ქვეყანა, რომელთან მიმართებითაც გერმანული დღის წესრიგით უნდა იხელმძღვანელოს“, - წერია სტატიაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780727949

საზოგადოება

გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ახალი რექტორი წარადგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორად სოფიო აბულაშვილი დაინიშნა. ახალი რექტორი თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად, სამუშ...

გეკა გელაძე

1780725958

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 ივნისს საქართველოში

6 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი...

ზოგადი

1780692111

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი სან-ფრანცისკოს მერს დენიელ ლურის შეხვდა

2026 წლის 4 ივნისს, სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სან-ფრანცისკოს მერთან დენიელ ლურისთან. შეხვედრაზე მხარეე...

მაკა ბოჭორიშვილი

1780691038

ახალი ამბები

სპორტის მინისტრი საქართველოსა და ბაჰრეინს შორის გამართულ მატჩს დაესწრო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ანგარიში მეორე ტაიმში ლუკა ლოჩოშვილის გოლით გაიხსნა, 77-ე წუთზე...

სპორტის მინისტრი

1780690380

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორს ელენი კუნალაკისს შეხვდა

2026 წლის 4 ივნისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილესთან ელენი კუნალაკისთან....

მაკა ბოჭორიშვილი