გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ახალი რექტორი წარადგინა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორად სოფიო აბულაშვილი დაინიშნა. ახალი რექტორი თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა. გეკა გელაძემ სოფიო აბულაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ სოფიო აბულაშვილს სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორის თანამდებობას, რაც სასწავლებლის ინსტიტუციურ განვითარებასა და გაძლიერებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
ახლად დანიშნულმა რექტორმა გამოცხადებული ნდობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორის თანამდებობაზე სოფიო აბულაშვილმა მალხაზ ჩიტაია შეცვალა. გეკა გელაძემ მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
1780725958
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 6 ივნისს საქართველოში
6 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი...
1780692111
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი სან-ფრანცისკოს მერს დენიელ ლურის შეხვდა
2026 წლის 4 ივნისს, სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სან-ფრანცისკოს მერთან დენიელ ლურისთან. შეხვედრაზე მხარეე...
1780691038
ახალი ამბებისპორტის მინისტრი საქართველოსა და ბაჰრეინს შორის გამართულ მატჩს დაესწრო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ანგარიში მეორე ტაიმში ლუკა ლოჩოშვილის გოლით გაიხსნა, 77-ე წუთზე...
1780690380
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორს ელენი კუნალაკისს შეხვდა
2026 წლის 4 ივნისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილესთან ელენი კუნალაკისთან....
1780688439
ახალი ამბებივილი სანიოლი: ჩვენი მთავარი მიზანი სექტემბრის მატჩებისთვის კარგად მომზადება იყო
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბაჰრეინთან მოგებული (2:0) ამხანაგური მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა. „თამაში სამი ცენტრალური მცველით დავიწყეთ, რადგან ჩვენი მთავარი მიზ...



























