სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა „სადახლოს“ გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1762166814
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა...
1762164969
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 4-6 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 👇 როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნ...
1762162337
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი RSF-ზე: სინამდვილეში, რასაც ვერ აკონტროლებს „დიფ სთეითი“, ის არის მიუღებელი და ასეთი ორგანიზაციების გამოყენებით იწევა შემდეგ პროპაგანდისტული კამპანიები
შალვა პაპუაშვილმა ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ბოლო ანგარიში შეაფასა, რომელშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაშია შეყვა...
1762160584
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ქართველ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ ხვალ კომისარი კოსი დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის ორი მათგანი მძიმედ
„ხვალ 4 ნოემბერია, ერთი თვე გავა მას შემდეგ, რაც საქართველოში შეუმდგარი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიიტანეს უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ადამიანებმა“, - განაცხადა საქართ...
1762158626
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გორბაჩოვის თანამებრძოლ რასა იუკნევიჩიანესგან და ასტრახანში დაბადებულ-გაზრდილ სერგეი ლაგოდინსკისგან ევროპელობაზე ჭკუა არ გვესწავლება
ამ მტრული გარემოს პირობებში საქართველოს პარლამენტის ოფიციალური დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას ევრონესტის შემდეგ სესიებში, ვიდრე არ ვიხილავთ მზაობას დიალოგისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველო...































