სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, ,,ალფა-პვპ“, ასევე, 50 გრამამდე წონის და 48 შეკვრად დაფასოებული „მეფედრონი“.
სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1783918253
ახალი ამბებიდღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობას...
1783889000
საზოგადოებათამარ იოსელიანი: მივიღეთ გადაწყვეტილება გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისთვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს
ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, მოიცავს როგორც ნავსადგურის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო აიღებს თავ...
1783887452
საზოგადოებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან...
1783886070
საზოგადოებალევან მახაშვილი: იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ეუთოს შიგნიდან
იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ან...
1783884409
საზოგადოებალევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: საერთაშორისო სამართლის რღვევის პროცესში თავად ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი
ნამდვილად ბევრი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია ამ კონკრეტული ასამბლეისდან. ყველაზე საშიში რაც მოხდა ამით [რეზოლუციით], იყო ის, რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება, - განა...



























