მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო თავად განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს ტრადიციულად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში 7 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ამ სექტორში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიციების ფარგლებში აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზები, ახალი საერთაშორისო აეროპორტი და საქართველოს მთავრობა ასევე განაგრძობს ინვესტიციას საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაში.
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება და მისი მფლობელი სახელმწიფო იქნება.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ჩვენი ქვეყნისთვის ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი ქვეყნისთვის - სტრატეგიული ობიექტის მფლობელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემთხვევაში იქნება სახელმწიფო. სახელმწიფო თავად განავითარებს პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ძალიან დიდი დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ოპერირებასთან დაკავშირებით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, საქართველოს პარტნიორი ქვეყნიდან - მათ შორის აზერბაიჯანიდან, ასევე დასავლური კომპანიებიდან.
„ჩვენს ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან სწორი პოლიტიკით, ძალიან სწორი მიდგომით აირჩიოს ის პარტნიორები, რომლებთან ერთადაც უკვე ოპერირების განსხვავებული მოდელით, ქართული მფლობელობით, მაგრამ საერთაშორისო თანამშრომლობით უზრუნველყოფს ტვირთნაკადების მოზიდვას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსაკუთრებულ წარმატებას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
1783878196
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ლელოს" განცხადებაზე: არ არის გასაკვირი ოპონენტების მსგავსი ინიციატივები, იმიტომ, რომ ისინი შეჩვეულები იყვნენ, არიან და ალბათ ყოველთვის იქნებიან, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ გარედან, კარნახის საფუძველზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ანაკლიის ღრამწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას კომენტარი გააკეთა პარტია „ლელოს” წევრის, გრიგოლ გეგელიას გან...
1783876664
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ჭირიც და ლხინიც ქართველ ერს და საქართველოს ეკლესიას ერთად აქვთ გავლილი - როდესაც ეკლესიას მოიხსენიებ რაღაცის ქსელად, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რუსეთი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ეს ნიშნავს, რომ შენ პატივს არ სცემ ქართველ ერს
ჭირიც და ლხინიც ქართველ ერს და საქართველოს ეკლესიას ერთად აქვთ გავლილი. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესია არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი და ფუძემდებელ...
1783874496
სპორტიპრესტიჟულ ტურნირზე „SENSHI World Cup 2026“ ქართველმა კარატისტებმა ორი მედალი მოიპოვეს
ბულგარეთის ქალაქ ვარნაში პროფესიული ლიგის „SENSHI World Cup 2026”-ის „მსოფლიოს თასი“ გაიმართა, რომელზეც ქართველი კარატისტები მონაწილეობდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა მინდია მგელაძემ (-70 კგ) და დავით მ...
1783872707
მსოფლიოესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძარი კონტროლს დაექვემდებარა
სამხრეთ ესპანეთში ტყის ხანძარი, რომელსაც, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 12 ივლისს კონტროლს დაექვემდებარა, რამაც ასობით ევაკუირებულ მცხოვრებს სახლში დაბრუნების საშუალება მისცა. როგორც მედია წერს,...
1783870381
საზოგადოებაპატრიარქი: ჩვენი თანდასწრებით როცა შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედაღვთისმშობელს, გაბედული სიტყვით უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები, არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში
უნდა მივდიოდეთ ქრისტესკენ და არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში, ისევე, როგორც პეტრე მოციქულს დაეხმარა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესა...



























