ბარამიძე „კასრების საქმეზე“: კასრებში იარაღი რატომ იდო? ის იყო თავდაცვითი ზღუდე, იმ შემთხვევაში, თუკი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ მანძილზე, ჩვენს პარტიზანულ ფორმირებებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ მტრის წინააღმდეგ
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „დღის ამბები“ ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, რის გამოც შიგნით საბრძოლო მასალა ინახებოდა.
მისი განცხადებით, 2013 წელს კასრებში აღმოჩენილი იარაღი წარმოადგენდა თავდაცვით ზღუდეს შეიარაღებული ფორმირებებისთვის, რათა მათ ჰქონოდათ მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა.
„თავის დროზე რომ ვითომ ამოთხარეს, კასრები რომ ამოთხარეს, ხო? ის კასრები რა იყო? შიგნით იარაღი რატომ იდო? ის იყო თავდაცვითი ზღუდე, იმ შემთხვევაში, თუკი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ, ასე ვთქვათ, მანძილზე, ჩვენს შესაბამის შეიარაღებულ ფორმირებებს და პარტიზანულ, ასე ვთქვათ, პარტიზანულად გადაქცეულ ფორმირებებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ იმას მტრის წინააღმდეგ.“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
1783922270
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
13 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...
1783920014
ახალი ამბებიბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება
ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი...
1783918253
ახალი ამბებიდღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობას...
1783889000
საზოგადოებათამარ იოსელიანი: მივიღეთ გადაწყვეტილება გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისთვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს
ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, მოიცავს როგორც ნავსადგურის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო აიღებს თავ...
1783887452
საზოგადოებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან...





























