სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი - წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული ძმები - გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, ასევე 1983 წელს დაბადებული კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა, მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული პირი
თბილისში დააკავეს.

რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790070653

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებაზე: მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს

„მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ, რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს“, - ასე...

ნიკოლოზ სამხარაძე

1790070363

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება

„ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები...

მარიამ ქვრივიშვილი

1790070328

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ

„ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს მისი მტკიცე მხარდაჭერა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივისა და ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესის მ...

მარიამ ქვრივიშვილი

1790069201

ახალი ამბები

ვანო მაჭავარიანი ცდილობს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს აღქმა, თითქოს არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბდა, საქმე გვაქვს არამხოლოდ არაკომპეტენტურობასთან, არამედ დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებასთან - ცესკოს განცხადება

საარჩევნო ადმინისტრაცია, ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც ცესკო განმარტავს, ანალიტიკოს ვანო მაჭავარიანის მიერ გაკეთებული განცხადე...

ცესკოს განცხადება

1790068693

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ევროკრატების თვალთმაქცობა ზენიტშია, ერთი ხელით „გაჩერებულ დიალოგსა“ და იმიტირებულ სანქციებს გაიძახიან, მეორე ხელით კი გლობალურ ტრიბუნებზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან უწყვეტ კომუნიკაციაში არიან

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა და რომელიც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ა...

ანალიტიკოსი