პროკურატურა ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის - გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელა 3 პირის მიმართ.

გამოძიების პროცესში, როგორც მისი უფლებამონაცვლე, უშუალოდ არის ჩართული გაიოზ ჩარკვიანი, რომელსაც სისტემატურად აქვს ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ.

საქმეზე ჩატარდა ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის დაინიშნა და ჩატარდა სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, გამოიკითხა ათობით მოწმე, მათ შორის შესაბამისი დარგის სპეციალისტები და სხვა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით, ვახტანგ ჩარკვიანი მოთავსდა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ (ე.წ. „რესპუბლიკური“), სადაც 2021 წლის 12 აგვისტოდან 17 აგვისტომდე პერიოდში, მკურნალობას გადიოდა თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო 17 აგვისტოს გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების უფროსმა - ქეთევან ცერცვაძემ და ამავე განყოფილების ექიმმა - ქეთევან ლობჟანიძემ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და დაარღვიეს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის წესი, რამაც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.

კერძოდ, 2021 წლის 14 აგვისტოს ისე დაიწყეს პაციენტის ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო შემდგომ შეცვალეს, რომ არ განუხორციელებიათ ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით.

ამდენად, ანტიბიოტიკოთერაპია დაიწყო და შემდგომში მისი კორექცია განხორციელდა იმგვარად, რომ არ იყო ცნობილი - ვახტანგ ჩარკვიანი იყო თუ არა ინფიცირებული ბაქტერიით, ასევე, არ იყო განსაზღვრული ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროფილი, რამაც შემდგომში გაართულა მისი მკურნალობის პროცესი.

აღნიშნულის შედეგად, დადგა მძიმე შედეგი - ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სახით. კერძოდ, 2021 წლის 17 აგვისტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ვახტანგ ჩარკვიანი გადაყვანილ იქნა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790071268

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს გაცხადებული და მცდელობაა, რომ ამაში ხინჯი როგორღაც შეიტანონ და მიზანმიმართულად შელახონ ევროკავშირის იმიჯიც

„არ ვიცი, ნიკა გვარამიას რა მოტივი ამოძრავებს, თუმცა ნებისმიერი ადამიანისგან, ვინც თავს პოლიტიკოსს უწოდებს და ვისაც გაცხადებული მიზანი აქვს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, მსგავსი სახის განცხადებები მიუღე...

ნიკოლოზ სამხარაძე

1790070653

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებაზე: მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს

„მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ, რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს“, - ასე...

ნიკოლოზ სამხარაძე

1790070363

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება

„ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები...

მარიამ ქვრივიშვილი

1790070328

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ

„ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს მისი მტკიცე მხარდაჭერა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივისა და ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესის მ...

მარიამ ქვრივიშვილი

1790069201

ახალი ამბები

ვანო მაჭავარიანი ცდილობს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს აღქმა, თითქოს არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბდა, საქმე გვაქვს არამხოლოდ არაკომპეტენტურობასთან, არამედ დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებასთან - ცესკოს განცხადება

საარჩევნო ადმინისტრაცია, ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც ცესკო განმარტავს, ანალიტიკოს ვანო მაჭავარიანის მიერ გაკეთებული განცხადე...

ცესკოს განცხადება