ნიკოლოზ მეტრეველი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე: შეიძლება ხელისუფლება გააკრიტიკო, ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრო და სოციალური გამოწვევები დაასახელო, მაგრამ ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური სლოგანების გამოყენება ძალიან უნიჭო და ძველი ხრიკია

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი „ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღატაკი ქვეყანაა.

მეტრეველის შეფასებით, აღნიშნული განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ოფიციალურ მონაცემებს არ შეესაბამება და რეალური ეკონომიკური მაჩვენებლები საპირისპიროს აჩვენებს.

„ოპოზიციის მორიგი უტიფარი ტყუილის მხილება. სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღატაკი ქვეყანაა. სინამდვილეში საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის მონაცემები სულ სხვა რამეს აჩვენებს: ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1. საქართველო 10 346 დოლარი; 2. მოლდოვა 8 542 დოლარი; 3. უკრაინა 6 499 დოლარი. ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ საქართველო მოლდოვასა და უკრაინას უსწრებს, მაშინ როგორ შეიძლება იყოს ის კანდიდატ ქვეყნებს შორის „ყველაზე ღატაკი“? გარდა ამისა, ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი იყო.

ცხადია, შეიძლება ხელისუფლება გააკრიტიკო, ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრო და სოციალური გამოწვევები დაასახელო, მაგრამ ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური სლოგანების გამოყენება ძალიან უნიჭო, ძველი ხრიკია, რომელიც ქართულ საზოგადოებაზე დიდი ხანია აღარ მუშაობს“, - წერს მეტრეველი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781684128

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: არანაირი ღირებულება ამ ანგარიშს არ გააჩნია, წერონ და იკითხონ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის. დეპუტატის თქმით, ამ და სხვა ანგა...

დავით მათიკაშვილი

1781682451

ახალი ამბები

მერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თუ დავალიანება დროულ...

ტაქსი ტაქსი

1781681461

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილმა სამეგრელოს რეგიონში სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა. მინ...

სულხან თამაზაშვილი

1781680924

ახალი ამბები

სამადაშვილის ტყუილი - საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ღარიბი ქვეყანაა, IMF -ის 2026 წლის მონაცემი - ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე: 1 - საქართველო 10 346$, 2 - მოლდოვა 8 542$; 3 - უკრაინა 6 499$

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო ყველაზე ღატაკი ქვეყანაა ევროკავშირის წევრ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის. სამადაშვილის...

ლელო

1781680504

ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრს საფრანგეთში კოლეგამ უმასპინძლა

პარიზში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ფრანგ კოლეგასთან, კატრინ ვოტრენთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს თავდაცვის უწყები...

საქართველოს თავდაცვის მინისტრს საფრანგეთში კოლეგამ უმასპინძლა