დავით სონღულაშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა დამატებითი შესაძლებლობაა, ქართული პროდუქცია კიდევ უფრო მეტად ცნობადი გახდეს ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

მინისტრის თქმით, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა დამატებითი შესაძლებლობაა, ქართული პროდუქცია კიდევ უფრო მეტად ცნობადი გახდეს ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე.

„ჩინეთში, საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი. ჩინეთის ბაზარს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობა შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ჩინეთის ბაზარზე კიდევ უფრო მეტი წვდომა გაგვიჩნდეს. წელს გამოფენაზე წარმოდგენილია 40-ზე მეტი ქართული კომპანია.

გამოფენის გახსნამდე, საქართველოს და ჩინეთს შორის გაფორმდა არაერთი მემორანდუმი და ხელშეკრულება. ერთობლიობაში, იქმნება ყველა პირობა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, იქმნება შესაძლებლობები, ქართული კომპანიები და პროდუქცია მეტად ცნობადი გახდეს ჩინეთის ბაზარზე, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს საქართველოდან ექსპორტის ზრდას და ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილმა ხელი მოაწერა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მემორანდუმებს, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებს მოიცავს.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პრემიერის ლი ციანის მიწვევით იმყოფება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763204211

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე Ipsos-ისკვლევაზე: ჯობია ევროლიბერალებმა ჯერ საკუთარ საზოგადოებას მოუსმინონ, შემდეგ ასწავლონ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს ჭკუა და მათ ხალხზე ზეწოლისგან თავი შეიკავონ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე IPSOS-ის კვლევას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ კვლევით დასტურდება ის, რასაც დიდი ხანია ხელისუფლების წარმომადგენ...

ააა

1763201844

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. მისივე განმარტებით, წლე...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1763201708

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ ჟენ იოუცუნმა უმასპინძლა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრ...

გივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

1763199330

ახალი ამბები

პროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგი...

პროკურატურა

1763197491

ახალი ამბები

კახა კალაძე: თუ კონკრეტული დასახლებისთვის აუცილებელია ტაძარი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, თუმცა, ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, არანაირი კავშირი ეკლესიასთან არ აქვს

კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოქვენებულ ვიდეო მიმართვაში გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ „ფეიკ ნიუსს“, თითქოს „თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით...

კახა კალაძე