მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (China International Import Expo (CIIE)) გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა. საქართველო გამოფენაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოსვლაში ამომწურავად ისაუბრა საქართველოს მიღწევებისა და დაგეგმილი პროექტების, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, განსაკუთრებით დაკავშირებადობის კუთხით.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ მჭიდრო და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებობს და მათ შორის იმ გეგმებზე და ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის, ისევე როგორც ხალხთა შორის ურთიერთობებს და გაზრდის სავაჭრო - ეკონომიკურ ბრუნვას. ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველო პირველად წარსდგა, როგორც საპატიო სტუმარი, აღნიშნულ გამოფენაზე,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღესვე საქართველოსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრებმა ოფიციალურად გახსნეს ქართული პავილიონი.

„გამოფენაზე გვექნება შესაძლებლობა, მომდევნო დღეების განმავლობაში ღირსეულად წარვადგინოთ ქართული პროდუქცია, გასტრონომია, ქართული ღვინო და გავზარდოთ ქართული პროდუქციის ცნობადობა ჩინეთის ბაზარზე. აღნიშნული პლატფორმა ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ გამოფენაზე ჩვენთან ერთად მყოფ 40-მდე კომპანიას, დაამყარონ ბიზნეს ურთიერთობები ჩინურ კორპორაციებთან, რათა ყოველწლიურად გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა და ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო უპრეცედენტო მასშტაბით, 1000 კვ.მ ფართობზე განთავსებული სამი საგამოფენო სივრცით არის წარმოდგენილი, კერძოდ: ესენია ეროვნული პავილიონი, საკვები და სასმელი პროდუქციის ზონა, ასევე ტანსაცმლისა და აქსესუარების განყოფილება. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, გამოფენას 40-მდე ქართული კომპანია ესწრება. წელს ეროვნულ პავილიონში მოწყობილია გასტრონომიული კუთხე, იმართება ტრადიციული ქართული კერძების მომზადების მასტერკლასები, ღვინის დეგუსტაცია და ეროვნული ცეკვისა და სიმღერის წარმოდგენები. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ღვინის ეროვნული სააგენტო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763207131

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა IPSOS-ის კვლევაზე: ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები, ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი „დიფ სთეითს“

„ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი „დიფ სთეითს“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითა...

ირაკლი ზარქუა

1763204211

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე Ipsos-ისკვლევაზე: ჯობია ევროლიბერალებმა ჯერ საკუთარ საზოგადოებას მოუსმინონ, შემდეგ ასწავლონ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს ჭკუა და მათ ხალხზე ზეწოლისგან თავი შეიკავონ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე IPSOS-ის კვლევას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ კვლევით დასტურდება ის, რასაც დიდი ხანია ხელისუფლების წარმომადგენ...

ააა

1763201844

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. მისივე განმარტებით, წლე...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1763201708

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ ჟენ იოუცუნმა უმასპინძლა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრ...

გივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

1763199330

ახალი ამბები

პროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგი...

პროკურატურა