ლევან მახაშვილი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: მრავალთვიანი ურთიერთობის არქონის ფონზე, გვქონდა შესაძლებლობა, თითოეული გადაწყვეტილების მოტივაცია, კონტექსტი და ა.შ. აგვეხსნა ბრიუსელისთვის სამართლებრივ დონეზე
ვიტყოდი, რომ ყველაფრის მიუხედავად იყო ნაყოფიერი შეხვედრა. მრავალთვიანი ურთიერთობის არქონის ფონზე, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ თითოეული გადაწყვეტილების მოტივაცია, კონტექსტი და ა.შ. აგვეხსნა ბრიუსელისთვის სამართლებრივ დონეზე, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, რომელიც აწუხებს, როგორც ბრიუსელს, ასევე, საქართველოს მხარეს.
„ვიტყოდი, რომ ყველაფრის მიუხედავად იყო ნაყოფიერი შეხვედრა. მრავალთვიანი ურთიერთობის არქონის ფონზე, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ საქმიანად, სამართლებრივი არგუმენტებით გვესაუბრა ყველა იმ დაგროვილ საკითხზე, რაც გასული წლინახევრის განმავლობაში აწუხებს ან ევროკავშირს, აწუხებს საქართველოს ბრიუსელთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ თითოეული გადაწყვეტილების მოტივაცია, კონტექსტი და ა.შ. აგვეხსნა ბრიუსელისთვის სამართლებრივ დონეზე. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული და სამართლიანი დიალოგისთვის ნებისმიერ ფარგლებში ოღონდ საბოლოო ჯამში პოლიტიკური დიალოგის აღდგენა იქნება მნიშვნელოვანია, მათ შორის ამ ტიპის საკითხების უფრო სიღრმისეულად და ნაყოფიერად განხილვისთვის“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საკუთარი პოზიციები წარმოადგინა. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა.
1781260585
საზოგადოებაცესკოს განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2023-2024 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტი, რომლ...
1781258784
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანი ინიციატივაა ის, რაც აქვს ყირგიზეთს, ჩინეთსა და უზბეკეთს, რომლითაც მოხდება ამ სამი ქვეყნის სარკინიგზო ხაზით დაკავშირება. ეს პირდაპირპროპორციულად დადებითად აისახება ჩვენს ქვეყანაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის სატვირთო გადაზიდვების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით რკინიგზის მოდერნიზაციასა...
1781257256
ახალი ამბებისამართალდამცველებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდე...
1781256109
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდე...
1781254046
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნ...


























