სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა „იმედში“ – 7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ – გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს.
ვითარების დაძაბვიდან მალევე, თბილისის ცენტრში სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცველებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით, მომიტინგეების დარბევა დაიწყეს.
დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, პარალელურად, შსს-მ ოპოზიციონერი ლიდერების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე, რიყის აქციის დარბევა დაიწყო.
დღის ბოლოს კი, სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა. შეიარაღებულმა ნიღბიანმა ძალოვნებმა გარე პერიმეტრის დაკავების შემდეგ, რკინის ჯებირები გადაკვეთეს, „იმედის“ შენობაში შეიჭრნენ და თანამშრომლები იატაკზე დააწვინეს. მძიმედ დაშავდა არხის რამდენიმე თანამშრომელი.
სპეცრაზმელებმა დაარბიეს ტელეკომპანია, დალეწეს აპარატურა და არხის მაუწყებლობა გათიშეს.
იმავე დღეს შეიჭრნენ მთაწმინდის პარკში და ყველა იმ კომპანიაში, სადაც ბადრი პატარკაციშვილი აქტივებს ფლობდა.
1793991794
ახალი ამბებითბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაწყებულია. პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. როგორც მან აღნიშნა, თბილისელებისთვის მიცემული პირობა,...
1793991327
ახალი ამბებიკახა კალაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა,...
1793988920
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები წმინდა ტექნიკური ხასიათისაა, ძალაში რჩება ყველა ბერკეტი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებას ეხება
რადიკალური ოპოზიცია და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოების მოტყუებას ტყუილი ნარატივით ცდილობენ, თითქოს საარჩევნო კოდექსში იმგვარ ცვლილებებს ვაინიცირებთ, რაც დაინტერესებულ პირებს პროცესში...
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...































