„სანადირო თოფით თავში მიაყენა ჭრილობა“ - ცოლის მკვლელობის ფაქტზე 69 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1956 წელს დაბადებული ზ.რ. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1969 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს. რის შედეგადაც ნ.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.რ. ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1755861482
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა
„ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭო...
1755860401
ახალი ამბებითბილისის მერია: მუხიანის აგარაკების რეაბილიტირებულ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტები ამოქმედდება
გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკების გარკვეულ ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რის შემდეგაც დასახლებაში შესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების სრულად ამოქმედება. აღნიშნული...
1755859885
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში
კოლექტიური ნაცმოძრაობა არის დარჩენილი ხაბეიშვილის - ე.წ. ანიტას და ჯონ დიპიროს იმედზე, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანა...
1755858614
ახალი ამბებიოზურგეთში ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა
ოზურგეთის სოფელ ქაქუთში, ქმარმა ცოლი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ს 11 პრიმა 109-ე...
1755858123
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს....