თბილისის მერია: მუხიანის აგარაკების რეაბილიტირებულ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტები ამოქმედდება

გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკების გარკვეულ ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რის შემდეგაც დასახლებაში შესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების სრულად ამოქმედება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, 23 აგვისტოდან, რეაბილიტირებულ ქუჩებზე მიკროავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი მარშრუტებით:
🔵 №467 – მოემსახურება ნეკრესის, დაისის და ბორჯომის ქუჩების მცხოვრებლებს და მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან, კერძოდ, გობრონიძის ქუჩასთან დააკავშირებს
🔵 №499 – მგზავრებს გურიის, იაკობის, ტაძრისა და ბორჯომის ქუჩებიდან მიიყვანს „ახმეტელის თეატრთან“, გობრონიძის ქუჩაზე. აღნიშნული მიკროავტობუსი რეაბილიტაციის შემდეგ მოემსახურება რაჭის ქუჩის მოსახლეობასაც
🔵 №461-ის მარშრუტი, რომელი ამჟამად ემსახურება საზანოს, 26 მაისის და ზნაკვის ქუჩებს ვარდისუბნის ქუჩის კვეთამდე, ახალი სქემით ვარდისუბნის ქუჩის ბოლომდე გაგრძელდება
🔵 №500 – მოემსახურება მარატ ნოზაძის, გამარჯვების, გურიის და გრემის ქუჩებს იაკობის ქუჩის გადაკვეთამდე და მგზავრებს დააკავშირებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, გობრონიძის ქუჩასთან
როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, ახალი მარშრუტების ამოქმედებით ადგილობრივი მცხოვრებლები ძირითად სატრანსპორტო კვანძთან დაკავშირებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელით სარგებლობას უფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად შეძლებენ.
1755863329
სპორტიხვიჩა კვარაცხელია „ანჟერთან“ მატჩს მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს
„პარი სენ-ჟერმენმა“ „ანჟერთან“ სტუმრად გასამართ შეხვედრამდე იმ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც მატჩისთვის ემზადებიან, მაგრამ ამ სიაში ხვიჩა კვარაცხელია არ არის. Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფო...
1755861482
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა
„ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭო...
1755859885
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში
კოლექტიური ნაცმოძრაობა არის დარჩენილი ხაბეიშვილის - ე.წ. ანიტას და ჯონ დიპიროს იმედზე, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანა...
1755858614
ახალი ამბებიოზურგეთში ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა
ოზურგეთის სოფელ ქაქუთში, ქმარმა ცოლი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ს 11 პრიმა 109-ე...
1755858123
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს....