მაჭავარიანი „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაზე: აღიარეს, რომ თურმე, ბატონი გვარამიას შეწყალების პროცესში მათ ლომის წილი მიუძღვით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეიძლება, კონკრეტული თანხა ჰქონოდა აღებული ქალბატონ ზურაბიშვილს ამ ყველაფერში

„სამარცხვინოა, რომ ქალბატონი ამაღლობელი მოხსენიებული ჰყავთ მაგალითად, პალესტინაში ისრაელის მძევლების გვერდით და ა.შ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ჩაიდინა ქალბატონმა ამაღლობელმა, არსებობს ამისი ვიდეომტკიცებულება. ევროპის წამყვან ქვეყნებში მსგავსი დანაშაულისთვის სასჯელი იქნებოდა გაცილებით მკაცრი, ვიდრე ეს იყო საქართველოში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, სადაც ნიკა გვარამია და მზია ამაღლობელიც არის ნახსენები.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს ამაში ფული ჰქონდეს აღებული.

„მაკკეინის ინსტიტუტთან“ დაკავშირებით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ უშუალოდ მათი დირექტორმა, რომელიც ინტერვიუს აძლევდა, თუ არ ვცდები, „რადიო თავისუფლებას“, დაუფარავად თქვა, კი, საქართველო უნდა ჩართულიყო საომარ ესკალაციაში რუსეთთან და მერე რა - რამდენიმე ათასი ქართველი დაიღუპებოდა ამით. ასევე, ნუ დაგვავიწყდება ქალბატონი ლორა თორნტონი, რომელიც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, რომელმაც 2024 წლის არჩევნებამდე პირდაპირ გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ იყო გაწერილი, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა დიდი ანგარიშით, ამის მიუხედავად თუ როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა და ამ მუხტის სამოქალაქო დაპირისპირებაში გადატანა.

ისიც ნუ დაგვავიწყდება ქალბატონი ლორა თორნტონის განცხადებაც, რომ დიდი იმედგაცრუება იყოს მისთვის, რომ მსხვერპლი ვერ იხილა ნოემბრის აქციებზე. ეს არის ის ინსტიტუტი, რომლის სტიპენდიატიც გახლავთ ქალბატონი ზურაბიშვილი და იღებს მათგან დაფინანსებას.

პირდაპირ აღიარეს, რომ თურმე, ბატონი გვარამიას შეწყალების პროცესში მათ ლომის წილი მიუძღვით, იყვნენ აქტიურად ჩართულები, 6-7 თვის განმავლობაში დაუღალავად უშრომიათ, არადა შეწყალებისას ქალბატონმა ზურაბიშვილმა თქვა, ეს პოლარიზაციის დასრულებას ემსახურებოდა მაშინ, როდესაც მან შეიწყალა ყველაზე რადიკალური პიროვნება რადიკალური ოპოზიციის ფარგლებში. აქაც ჩნდება, რა თქმა უნდა, საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეიძლება, კონკრეტული თანხა ჰქონოდა აღებული ქალბატონ ზურაბიშვილს ამ ყველაფერში“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755865135

ახალი ამბები

„სანადირო თოფით თავში მიაყენა ჭრილობა“ - ცოლის მკვლელობის ფაქტზე 69 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემო...

დაკავება, პოლიცია

1755863780

ახალი ამბები

საქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველო- სომხეთის საზღვართან 3.8 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საქართველო

1755863329

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია „ანჟერთან“ მატჩს მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს

„პარი სენ-ჟერმენმა“ „ანჟერთან“ სტუმრად გასამართ შეხვედრამდე იმ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც მატჩისთვის ემზადებიან, მაგრამ ამ სიაში ხვიჩა კვარაცხელია არ არის. Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფო...

ხვიჩა კვარაცხელია

1755861482

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა

„ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭო...

ლევან მაჭავარიანი

1755860401

ახალი ამბები

თბილისის მერია: მუხიანის აგარაკების რეაბილიტირებულ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტები ამოქმედდება

გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკების გარკვეულ ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რის შემდეგაც დასახლებაში შესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების სრულად ამოქმედება. აღნიშნული...

მარშუტი თბილისის