საპატრიარქო: 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა - მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის

შაბათს, 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის და ყველას სურს, მაქსიმალურად შეეწიოს ჩვენს პატრიარქს. საპატრიარქო საზოგადოებას ილია II-ის სურვილსაც შეახსენებს, თუნდაც ერთი ნაკლოვანების გამოსწორებასთან დაკავშირებით.

„შაბათს, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა.

მოგეხსენებათ, ქრისტიანული სწავლებით, ამქვეყნად აღსრულებულ საქმეთა მიხედვით, მე-40 დღეს ხდება სულის დამკვიდრება იმ ადგილზე, რომელიც აღარ შეიცვლება მეორედ მოსვლამდე; მეორედ მოსვლისას კი ხელახლა მოხდება საბოლოო ადგილის მიკუთვნება გარდაცვლილისთვის მის სახელზე შემდეგ აღსრულებულ სხვა სიკეთეთა გათვალისწინებით.

ასე რომ, მე-40 დღე ფრიად მნიშვნელოვანია.

ფაქტია, მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის და ყველას სურს, მაქსიმალურად შეეწიოს ჩვენს პატრიარქს.

გარდა ლოცვისა, რა თქმა უნდა, სხვა შესაძლებლობებიც მრავალგვარია; დიდად მნიშვნელოვანია, მაგალითად, მოყვასისათვის სიკეთის ქმნა.

ამასთან, შეგახსენებთ ილია II-ის ერთ სურვილსაც, რომ, ღვთის სადიდებლად, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა და მას სამუდამოდ განვშორებოდით.

თუ თითოეული ჩვენგანი ამას ჩვენი პატრიარქის სახელზეც გავაკეთებთ, წარმოიდგინეთ, უფლის რაოდენ დიდი მადლი და წყალობა მოეფინება ჩვენს ერს, როგორ გავახარებთ ამით მის უწმინდესობასა და უნეტარესობას და როგორი დიდი შეწევნა იქნება ეს (როგორც ჩვენი, ისე) მისი სულისთვის", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776923290

ახალი ამბები

მესტია-უშჰულის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ185 (მეს...

მოძრაობა - გზა, თოვლი

1776920928

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი - შესაბამისი ნაბიჯები თუ იქნება დასავლეთიდანაც და დავინახავთ, რომ ისინი ობიექტურად იქცევიან, რა ძალა გვადგას, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ?

„ეს არ არის ცვლილება სუს-ში“, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვ...

თენგიზ შარმანაშვილ

1776920215

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

23 აპრილს ქუთაისში ღრუბლიან, მაგრამ უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში ნალექს ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ბა...

ამინდი  - ამინდი

1776891524

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე სუს-ის საქმიანობის შედეგებზე: თუ ერთი წლის წინ ინფორმაციის ნაკადი იყო X ციფრი, დღეს ეს ციფრი გაზრდილია 30-ჯერ, მათ შორის, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე

„თუ ერთი წლის წინ ინფორმაციის ნაკადი იყო X ციფრი, დღეს ეს ციფრი გაზრდილია 30-ჯერ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ს...

მამუკა მდინარაძე

1776891444

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: ექიმებს, რომლებიც დადიან სამინისტროში, აქვთ თავიანთი რეპუტაცია და ასე მოხსენიება, თითქოს ვინმე მათ რამეს კარნახობს, უბრალოდ, უპატივცემულობაა

„მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს შევხვდეთ, ფართოდ იყოს ამ საკითხზე მსჯელობა (საქმიანად, არგუმენტებით), რომელიც მოიცავს ამ მედიკამენტის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თემებს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მ...

მიხეილ სარჯველაძე