თორნიკე ჭეიშვილი საკადრო ცვლილებებზე: უნდა კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს ეფექტიანობა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისა და რაც მთავარია მოხერხდეს უკეთ სინქრონიზება სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობის

უნდა კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს ეფექტიანობა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისა და რაც მთავარია მოხერხდეს უკეთ სინქრონიზება სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობის“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სხვადასხვა მიმართულებით გადადგმულია ეფექტური ნაბიჯები თუმცა გამოწვევები რჩება და გადაწყვეტილებაც საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სწორედ ამას უკავშირდება.

„ჩვენ ამ თვალსაზრისით ვნახეთ არა ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რომელიც ერთი მხრივ მიემართებოდა მაგალითად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართულ ძალიან სერიოზული ეფექტიანი ნაბიჯებისკენ, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებისკენ თუმცა გამოწვევები დღის წესრიგში რჩება. იმისთვის, რათა კიდევ უფრო მეტად მოხერხდეს ეფექტიანად ამოცანების შესრულება მიღებულ იქნა გადაწყვეტილება [საკადრო ცვლილებების შესახებ]“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში საკადრო გადაადგილების შესახებ 21 აპრილს აცნობა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა და მთავრობის შემადგენლობაში იქნება 3 ვიცე-პრემიერი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776850845

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს

ჩემთვის დიდი პატივია უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმზე მოგმართოთ სიტყვით ჩემი ქვეყნისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო დროს, როდესაც საქართველო ამ მნიშვნელოვანი ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა ხდებ...

მაკა ბოჭორიშვილი

1776850324

საზოგადოება

საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ ხორციელდება

საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის სასწავლო კურსს „დემოკრატიული არჩევნები დ...

ცესკო ცესკო

1776848907

ახალი ამბები

პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 ფიზიკური პირის და 4 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 ფიზიკური პირის და 4 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დე...

პროკურატურა

1776848340

ახალი ამბები

გორდულაძე: სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას გაერთიანებას ჩვეული სანტა-ბარბარა აქვს, მათი წარმატების შანსი ნულია, რადგან მწამებლებს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მართვას არ ანდობს

სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას გაერთიანებას მათთვის ჩვეული სანტა-ბარბარა აქვს, პოზიციები ერთმანეთში ვერ გაუყვიათ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ეს დამოკიდებულება არახალია და ისევ და ისევ მიმართულია იმისკენ,...

არჩილ გორდულაძე

1776847015

ახალი ამბები

კახა კალაძე საკადრო ცვლილებებზე: სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი არაფერია და ყველა სახელმწიფო უწყების მუშაობა ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული. ამის შესახებ მან 21 აპრილს განხორციელებული...

კახა კალაძე