თენგიზ შარმანაშვილი - შესაბამისი ნაბიჯები თუ იქნება დასავლეთიდანაც და დავინახავთ, რომ ისინი ობიექტურად იქცევიან, რა ძალა გვადგას, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ?
„ეს არ არის ცვლილება სუს-ში“, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას.
„შემოღებული არის ახალი თანამდებობა, ვიცე-პრემიერის დონეზე იქნება ეს ყველაფერი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სამართალდამცავ ორგანოებს და გადაწყდა, მამუკა მდინარაძე ჩაუდგეს ამას სათავეში. ანუ, მხოლოდ სუს-ის პრობლემატიკით კი არ იყოს დაკავებული, არამედ სხვა სამართალდამცავი ორგანოებისაც და კოორდინაცია გაუწიოს მათ საქმიანობას. ასე რომ, ამას ნუ განვიხილავთ ასე, რომ სუს-ში მოხდა ცვლილება. მოხდა ახალი სტრუქტურული გადალაგება მთავრობის, ახალი ამოცანებიდან გამომდინარე გახდა იმის აუცილებლობა და საჭიროება, რომ კოორდინატორი ჰყოლოდა ამ საქმეს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, ამ აღსრულებისთვის შეირჩა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პირი, პოლიტიკური გამოცდილების მქონეც და, რაც მთავარია, მენეჯერული გამოცდილების მქონე.
„მე მამუკა მდინარაძის დახასიათება ბევრად არ მჭირდება ჩემთვის, ჩემი თავისთვის. იმიტომ, რომ მე მასთან მიმუშავია პარლამენტშიც და ვიცი, რა მენეჯერული თვისებები გააჩნია. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, 24 საათში 23 საათი იმუშაოს და იმუშაოს ეფექტურად, რაც მთავარია. ბევრი წარმატება, რომელიც უმრავლესობის მიერ იქნა მიღწეული, იყო მისი მენეჯერული თვისებებიდან გამომდინარე. ამიტომ ჯერ ეს თანამდებობა იყო მოფიქრებული, რომ არის ასეთი თანამდებობა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ამ ყველაფერს და მერე შეირჩა საუკეთესო პირი ამ თანამდებობისთვის და არა პირიქით, რომ ჯერ მამუკას გადაყვანა სადღაც გახდა საჭირო და მერე მოიფიქრეს ეს თანამდებობა. ამიტომაც გეუბნებით, რომ ეს არ არის სუს-ში მორიგი ცვლილება, ეს არის სტრუქტურულად უფრო მეტი კოორდინაციის საჭიროება. მეც ვთვლი, რომ ამ თანამდებობაზე ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პირი მართლაც მამუკა იქნებოდა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
მისი თქმით, გეკა გელაძემ აჩვენა, რომ უბრალო მოქალაქესაც, თავისუფლად შეიძლებოდა, ჩამოყალიბებოდა შთაბეჭდილება ამ კაცის თვისებებზე, მისი უნარებიდან გამომდინარე.
„მან მართლაც არნახული სამუშაო გასწია. მე, დიდი ხანია, პოლიტიკაში ვარ, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ანტისაბჭოთა მოძრაობაში ვიყავი და დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა, ასეთი ეფექტური ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოტიკებთან არ მინახავს, არც მსმენია. ამ კაცმა აჩვენა ეს თვისებები, რა თქმა უნდა, ამ გამოცდილებას წაიღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც და დარწმუნებული ვარ, იქაც ძალიან ეფექტური იქნება“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ამასთან, შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ რაც შეეხება შს მინისტრის თანამდებობაზე აჭარის ხელმძღვანელის გადაყვანას, ისიც პროფესიონალი პოლიციელია, მას დიდი გამოცდილება აქვს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის და ისიც ეფექტურად გაუძღვება ამ სამუშაოს.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, რაც ბოლო პერიოდში გაუარესებულია, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ, საერთოდ, დალაპარაკება და დიალოგი არის ორმხრივი.
„როგორც ჩვენს ოპონენტებს წარმოუდგენიათ, ეს უნდა იყოს ცალმხრივი, რომ ჩვენი, ქართველი პოლიტიკოსების ამოცანა არის ცალ ფეხზე დგომა, რაც მათი ტერმინოლოგიაა, სიტყვის შეუბრუნებლად და საქართველოს ინტერესების გაუთვალისწინებლად მათ ნებისმიერ წინადადებაზე დათანხმება, ჩვენ კი ასე არ ვუყურებთ სუვერენული ქვეყნის განვითარებას; ჩვენ ასე ასე არ ვუყურებთ სუვერენული ქვეყნის ფუნქციონირებას. ამიტომ თუ იქნება შესაბამისი ნაბიჯები დასავლეთიდანაც და თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ისინი ობიექტურად იქცევიან, ჩვენ რა ძალა გვადგას, რომ, ვთქვათ, წინააღმდეგობა გავუწიოთ? ჩვენ წინააღმდეგობას კი არ ვუწევთ, თავს ვიცავთ. ნებისმიერი ჩვენი განცხადება მოჰყვება ხოლმე მათ გადადგმულ ნაბიჯებს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობები არის ძალიან აქტუალური, ბევრმა ქვეყანამ უკვე გამოთქვა სურვილი, ბევრ ქვეყანაში უკვე ჩვენი საპარლამენტო დელეგაციები კონტაქტებს ამყარებენ და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
„ეს ევრობიუროკრატია არის ძალიან მძიმედ მოქმედი და სუვერენიტეტშემლახავი ორგანიზაცია. ჩვენს ნურცერთ სიტყვას ნუ დაუჯერებთ და ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ნახეთ, სულ რამდენიმე დღის წინ შარლ მიშელმა, ერთ-ერთმა უმაღლესმა ევრობიუროკრატმა როგორ ისაუბრა, თუ როგორ მოქმედებს ევროკომისია დღეს; მან თქვა, რომ იქ არის ავტოკრატიული მმართველობა და იქ გადაწყვეტილებები ავტოკრატიულად მიიღება. თვითონ აკრიტიკებენ უკვე, მათი მაღალი რანგის ევროპელი ჩინოსნები და პოლიტიკოსები. აი, ამასთან გვაქვს საქმე და ამიტომ არის მათთან ურთიერთობა ძნელი, თორემ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ასეთ გავლენიან ორგანიზაციასთან რაღაც ყალბი წინააღმდეგობა გავწიოთ და, ვთქვათ, ჩვენს თავს შევამთხვიოთ რაღაც ისეთი უარყოფითი? რა თქმა უნდა, ამის სურვილი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები. ვერანაირი მუქარის ენით და ვერანაირი შანტაჟის ენით ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებებს ვერ შეგვაცვლევინებენ. ჩვენთან ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ დიალოგის ფორმით და არგუმენტებით“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
1776920215
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 23 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
23 აპრილს ქუთაისში ღრუბლიან, მაგრამ უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში ნალექს ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ბა...
1776891524
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე სუს-ის საქმიანობის შედეგებზე: თუ ერთი წლის წინ ინფორმაციის ნაკადი იყო X ციფრი, დღეს ეს ციფრი გაზრდილია 30-ჯერ, მათ შორის, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე
„თუ ერთი წლის წინ ინფორმაციის ნაკადი იყო X ციფრი, დღეს ეს ციფრი გაზრდილია 30-ჯერ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ს...
1776891444
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ექიმებს, რომლებიც დადიან სამინისტროში, აქვთ თავიანთი რეპუტაცია და ასე მოხსენიება, თითქოს ვინმე მათ რამეს კარნახობს, უბრალოდ, უპატივცემულობაა
„მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს შევხვდეთ, ფართოდ იყოს ამ საკითხზე მსჯელობა (საქმიანად, არგუმენტებით), რომელიც მოიცავს ამ მედიკამენტის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თემებს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მ...
1776891131
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერებზე: ემოციურად, ადამიანურად არის ძალიან რთული, მეორე მხრივ, ალბათ საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო და მიიღო გადაწყვეტილება შენი ქვეყნის, შენი შვილების, ყველას შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად
„ემოციურად, ადამიანურად არის ძალიან რთული, მეორე მხრივ, ალბათ საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო და მიიღო გადაწყვეტილება შენი ქვეყნის, შენი შვილების, ყველას შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა სა...
1776889632
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ
„შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს [სამართალდამცველთა რიგებში დამნაშავე პირების დაუსჯელობას], „გამოძიება მიმდინარეობს, დაველოდოთ შედეგებს“ - ეს ტრაფარეტულიც გახდა ბევრ შემთხვევაში. ვაღიაროთ, რომ ხანდახან...





























