მიხეილ სარჯველაძე: ექიმებს, რომლებიც დადიან სამინისტროში, აქვთ თავიანთი რეპუტაცია და ასე მოხსენიება, თითქოს ვინმე მათ რამეს კარნახობს, უბრალოდ, უპატივცემულობაა

„მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს შევხვდეთ, ფართოდ იყოს ამ საკითხზე მსჯელობა (საქმიანად, არგუმენტებით), რომელიც მოიცავს ამ მედიკამენტის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თემებს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მულტიდისციპლინური გუნდის შექმნის საკითხი, რეალურად, გადაწყვეტილია - მუშაობა გაგრძელდება ექიმებთან და კლინიკებთან, რომლებიც პოტენციურად სამინისტროსთან ითანამშრომლებენ. რა თქმა უნდა, ექიმებთან გაგრძელდება შეხვედრები, არავითარი კონსპირაცია ამაში არ არის. ექიმებს, რომლებიც დადიან სამინისტროში, აქვთ თავიანთი რეპუტაცია და ასე მოხსენიება თითქოს ვინმე მათ რამეს კარნახობს, უბრალოდ, უპატივცემულობაა, მათ შორის, ამ ექიმების მიმართ, ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. ვისაუბრეთ იმაზე თუ რომელი სპეციალობის ექიმები უნდა იყვნენ ჩართული ამ მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში.

პაციენტს ვერცერთ შემთხვევაში ვაიძულებთ, რომ ერთ რომელიმე კლინიკაზე იყოს მიბმული და სხვა ალტერნატივა არ ჰქონდეს. აქ არის საუბარი როგორც არჩევანით კლინიკასთან და სპეციალისტებთან წვდომის შესაძლებლობაზე, ისე - გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე. ამ შეხვედრებზე არაერთხელ ითქვა და ვისაუბრეთ, რომ ვფიქრობთ, უცხოური გამოცდილების გასაზიარებლად, აქ სპეციალისტების ჩამოყვანას ან აქაური სპეციალისტების გაგზავნას. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ერთადერთი იშვიათი დაავადება, რამდენიმე ათეულია ასეთი დაავადება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776887287

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა

„მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქ...

მამუკა მდინარაძე

1776885842

მსოფლიო

ლიეტუვის პრემიერი ზელენსკის პასუხობს: მსგავსი რიტორიკისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს

მას შემდეგ, რაც ესტონელი პოლიტიკოსების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ უკრა...

ლიეტუვის პრემიერი

1776882691

ახალი ამბები

„პატრიარქი ილია II“ - გამოფენა ეროვნულ არქივში გაიხსნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მრავალწლიან სულიერ, საზოგადოებრივ და ეროვნულ მოღვაწეობას მიეძღვნა გამოფენა „პატრიარქი ილია II“, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავი...

პატრიარქი:

1776882448

ახალი ამბები

23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 23 აპრილიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე 51 დღის განმავლობაში პერიოდული სარ...

გზაგზაგზა

1776882377

ახალი ამბები

სააკაშვილი გიგა ლემონჯავაზე: მისი ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, სიცრუეს ავრცელებს

„გიგა ლემონჯავამ (დროადან), რომლის ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, გუშინ თქვა, რომ მე ერთპიროვნულ ლიდერად გამოვაცხადე თავი“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული...

მიხეილ სააკაშვილი