საპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

საპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს.

„საქმე ეხება ლევან ხაბეიშვილის მიმართ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ განიხილა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხი, გაიზიარა სრულად და მათ ორივეს შეეფარდა პატიმრობა. ბრალდებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამ ეტაპზე ადვოკატები მათ არ ჰყავთ, მათი პოზიცია იყო, რომ ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ისინი დაეთანხმნენ მათ მიმართ პატიმრობის გამოყენებას.

სხდომა დახურულია, მიზეზი გახდა სხდომის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება. საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, გამოკითხულია 550-მდე პირი, გამოთხოვილია ასეულობით ვიდეოჩანაწერი და განხორციელდა ამ ვიდეოჩანაწერების დათვალიერება. საქმე თავისი მოცულობით ძალიან მნიშვნელოვანია.

ლევან ხაბეიშვილი დაბარებული იყო დაკითხვაზე და მან თავისი სურვილით უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე. თუ მას ექნება სურვილი, მონაწილეობა მიიღოს გამოკითხვაში, ბუნებრივია, ის გამოიკითხება. ხაბეიშვილის ეპიზოდზე ბრალდებულები გახლავთ გგდ-ს ყოფილი თანამშრომლები, მათ შორის ერთ-ერთი არის სუსის მოქმედი თანამშრომელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778322818

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების...

დაკავება, პოლიცია

1778321776

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: მეამაყება, რომ საქართველოს ჰყავს ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან, თავიანთი სიცოცხლით დაიცვან სამშობლო, მათ შორისაა ჩემი შვილიც, რომელმაც დღეს დადო ფიცი

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. მედიასთან საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ...

ეკა სეფაშვილი

1778321702

ახალი ამბები

პაპუაშვილი 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე: ეს არის მორიგი დანაშაულის დაგეგმვა, როგორც 4 ოქტომბერს აპირებდნენ უცხოელების ხელშეწყობით დანაშაულის ორგანიზებას და საბოლოო ჯამში, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ახლაც ასე იქნება

26 მაისს ჩვენ ველით აღლუმს, რომელიც ტრადიციულად გაიმართება და გვექნება შესაძლებლობა, წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიის მოწმე ვიყოთ და ეს იქნება დიდი ზეიმი ჩვენი ხალხისთვის, - განუცხადა ჟურნალისტე...

შალვა პაპუაშვილი

1778320811

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: „ნაცობა“ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაცლილია ღირებულებებისგან, როცა ადამიანი არის „ნაცი“, რა თქმა უნდა, ის შუბლის ძარღვს გაიწყვეტს

ჩვენ საქმე გვაქვს იდეოლოგიასთან, რასაც „ნაცობა“ ჰქვია, „ნაცობა“ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაცლილია ღირებულებებისგან. ასე რომ, როცა ადამიანი არის „ნაცი“, რა თქმა უნდა, ის შუბლის ძარღვს გაიწყვეტს და...

შალვა პაპუაშვილი

1778320771

ახალი ამბები

პაპუაშვილი 2024 წლის მოვლენებზე: მაშინ პარლამენტის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება რომ არა, შეიძლებოდა, პარლამენტი გადამწვარიყო და მართლა 90-იანი წლების იმ ბნელ წარსულში დავბრუნებულიყავით, ჰერჩინსკი რომ გვიწინასწარმეტყველებს

მაშინ პარლამენტის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება რომ არა, შეიძლებოდა, პარლამენტი გადამწვარიყო და მართლა 90-იანი წლების იმ ბნელ წარსულში დავბრუნებულიყავით, ჰერჩინსკი რომ გვიწინასწარმეტყველებს, - განაც...

შალვა პაპუაშვილი